თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებელს პატიმრობა შეუფარდეს

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გახმაურებული საქმის გამომძიებელს –  სერგო შუბითიძეს პატიმრობა შეეფარდეს. სასამართლო პროცესი ახლახან დასრულდა.

სასამართლო პროცესზე სიტყვის უფლებით ბრალდებულმაც ისარგებლა. მისი თქმით არც ბრალდებას აღიარებს და არც მიმალვას აპირებს.

შუბითიძე ცრუ ჩვენებისთვის დააკავეს, რომელიც მან ერთ-ერთ ტელეკომპანიას მისცა. ინტერვიუში სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა, რადგან, საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოება არსებობს.

პროკურატურამ გამოძიება  თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე დაიწყო.

 

 

 

მსგავსი თემები