,,რუსული სპექტაკლის მხოლოდ პირველი აქტი”- ანალენა ბერბოკი პრიგოჟინის ამბოხზე

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით,  ვაგნერის ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის აჯანყება “რუსული სპექტაკლის მხოლოდ პირველი აქტი” იყო. მისი თქმით, გაურკვეველია, სხვა რა აქტები მოჰყვება ამ სპექტაკლს.

,,ჩვენ ვხედავთ რუსეთის აგრესიული ომის დამანგრეველ შედეგებს პუტინის ძალაუფლების სისტემაზე. ის სულ უფრო მეტად თვითდესტრუქციული ხდება. ასევე, ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ ბზარებს რუსულ პროპაგანდაში. ჩვენ აშკარად ვხედავთ, რომ ასევე გამოიწვია ძალაუფლებისთვის ბრძოლა რუსეთში. გაურკვეველია, სხვა რა აქტები მოჰყვება ამ სპექტაკლს”, – განაცხადა ბერბოკმა.

მსგავსი თემები