,,ვინც მოუწოდებს საქართველოს, დააწესოს ორმხრივი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ, მოუწოდებს, რომ გარისკოს ომი რუსეთთან”- პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვინც საქართველოს მოუწოდებს, დააწესოს ორმხრივი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ, მოუწოდებს, რომ გარისკოს ესკალაცია, ომი რუსეთთან.

მისი თქმით, საქართველოს გამოყენებით საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი ეჭვის დონეზეც კი არ დადასტურებულა.

,,საქართველო თავად არ აწესებს ორმხრივ სანქციებს რუსეთის წინაამღდეგ. ამასთან დაკავშირებით ჩვენს პარტნიორებთანაც ხშირად გვქონდა საუბარი და პარტნიორებისგან აბსოლუტურად არის გაგება ამ მიმართულებით. ის, ვინც მოუწოდებს საქართველოს, დააწესოს ორმხრივი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ, მოუწოდებს საქართველოს, გარისკოს ესკალაცია რუსეთის წინააღმდეგ, ანუ გარისკოს ომი რუსეთთან. ეს არის ორჯერ ორი ოთხი. ამიტომ, ნებისმიერი ადამიანი, ვინც მოუწოდებს საქართველოს, რომ დააწესოს ორმხრივი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მოგვიწოდებს, რომ შევიდეთ შესაძლო სამხედრო დაპირისპირების რისკში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

მსგავსი თემები