ლუკაშენკო შესაძლოა,  ჩართული იყოს რუსეთში გადატრიალების მცდელობაში – დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანი,  ოლექსი დანილოვი მიიჩნევს, რომ ლუკაშენკო შესაძლოა, ჩართული იყიოს  პრიგოჟინის ქმედებებში რუსეთში გადატრიალების მცდელობის დროს. მისი თქმით, არ გამორიცხავს ლუკაშენკო კიდევ ერთხელ დაეხმაროს ვაგნერელებს.

,,ალექსანდრ ლუკაშენკო შესაძლოა, იყოს ჩართული ვაგნერის დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის ქმედებებში რუსეთში გადატრიალების მცდელობის დროს. უცნობია, როგორ მოიქცევა ლუკაშენკო მომავალში. არ გამოვრიცხავ, რომ მას შეეძლოს იგივე ამბოხებაში კიდევ ერთხელ დაეხმაროს ვაგნერელებს, ბელარუსში ყველაფერი ასე მარტივად არ არის”, – განაცხადა ოლექსი დანილოვმა.

 

 

მსგავსი თემები