,,რეგულირების სააგენტოს სჭრიდება, სწრაფად შევიდეს ობიექტზე”- პარლამენტი ჯანდაცვის შესახებ კანონს მეორე მოსმენით განიხილავს

საქართველოს პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონს. ცვლილებები მინისტრს უფლებას აძლევს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, კლინიკა დახუროს.

თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრო დათმობაზე წავიდა და კანონპროექტში დამატება შეაქვს, რომლის თანახმად კლინიკებსა და ფარმაცევტულ ქარხნებში შესვლის პარალელურად, სასამართლოს ინფორმირებასაც გულისხმობს.

,,რეგულირების სააგენტოს სჭრიდება, სწრაფად შევიდეს ობიექტზე, დახვდეს იქ ობიექტური სურათი წინასწარი შეტყობინების გარეშე. ამ შემთხვევაში, ახალი დაზუსტებული პროცედურა შემდეგი სახის გახლავთ – მარეგულირებელი შედის დაწესებულებაში, ამის პარალელურად, ატყობინებს სასამართლოს, რომ შევიდა დაწესებულებაში და ითხოვს მისგან დადასტურებას და ეს უნდა მიიღოს 72 საათის განმავლობაში. პრობლემურ ნაწილში სადაო თანხის გაცემა გაიყინოს, ვიდრე ეს დავა განიხილება ან სასამართლოს მიერ ან მხარეთა შეთანხმებით დასრულდება და ამის მერე მოხდება ამ თანხის განკარგვა, როგორც დადასტურდება იმის შესაბამისად,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

მსგავსი თემები