,,მოვუწოდებ მმართველ გუნდს, შეწყვიტოს პრეზიდენტის დისკრედიტაცია, შეურაცხყოფა, გადავიდეთ დიალოგზე”- გიორგი მსხილაძე

,,მოვუწოდებ მმართველ გუნდს, შეარბილოს, შეცვალოს დამოკიდებულება პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი, შეწყვიტოს მისი დისკრედიტაცია, შეურაცხყოფა, გადავიდეთ დიალოგზე,”- ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პოლარიზაციას უმრავლესობის ლიდერის განცხადებები აღვივებს.

,,ყველა აკვირდებოდით კომიტეტის სხდომას, სადაც კანდიდატებთან და მათ პროფესიონალიზმთან დაკავშირებით კითხვები არ იყო. პირდაპირ განაცხადეს, რომ ეს არის პოლიტიკური აქტი, რომ ჩააგდონ კანდიდატები. მე არ ვიცი, ასეთი მიდგომა სადამდე მიგვიყვანს, სიმართლე გითხრათ, პოლარიზაციის გაღრმავებას ზუსტად ასეთი დამოკიდებულება უწყობს ხელს. ამიტომ მოვუწოდებ მმართველ გუნდს, შეარბილოს, შეცვალოს დამოკიდებულება პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი, შეწყვიტოს მისი დისკრედიტაცია, შეურაცხყოფა, გადავიდეთ დიალოგზე. ეს დაპირისპირება ავნებს არამარტო პრეზიდენტის ინსტიტუტს, შეიძლება ქვეყნისთვის იყოს სავალალო. პოლარიზაციას აღვივებს ზუსტად უმრავლესობის ლიდერის განცხადებები და მოვიწოდებ, თავი შეიკავოს ასეთი განცხადებებისგან,” – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

ცნობისთვის, უმრავლესობის წევრებმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები ჩააგდეს.

 

მსგავსი თემები