,,გაივსო საქართველო კიკუებით – რა უნდათ ჩვენგან და რას ერჩიან ამ საქართველოს”- მეუფე სტეფანე

,,დღეს გაივსო საქართველო კიკუებით. აი, კიკუ, გახსოვთ? – დათა თუთაშხიაში რომ არის. ეს არის მაგალითი ფულზე გაყიდული უმანკოებისა და ამ კიკუებით გაივსო საქართველო რა,”- ამის შესახებ მიტროპოლიტმა სტეფანემ ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, ქადაგებისას განაცხადა.

,,დღეს გაივსო საქართველო კიკუებით. აი, კიკუ, გახსოვთ? – დათა თუთაშხიაში რომ არის. ეს არის მაგალითი ფულზე გაყიდული უმანკოებისა და ამ კიკუებით გაივსო საქართველო რა. თავის ქვეყნის, არა მარტო თავისი უმანკოება, არამედ ქვეყნის ღირსება, ყველაფერი შეიძლება შეიწიროს და ასეთი კიკუები დაწყებული ზემოდან, პრეზიდენტიდან, დამთავრებული ქვემომდე, მრავალი გვყავს ჩვენ და ისეთ გადაწყვეტილებებს და ისეთ მოქმედებებს აკეთებენ, რომ წარმოუდგენელია, საბოლოო ჯამში, რა უნდათ ჩვენგან და რას ერჩიან ამ საქართველოს”, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

მსგავსი თემები