,,სულელი”, ”ამორალური”, ”გაუნათლებელი”, ”უზრდელი”- სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე, ოპოზიციონერ დეპუტატები იაგო ხვიჩია და გრიგოლ ვაშაძე ერთმანეთს  სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. სხდომაზე „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს.

იაგო ხვიჩიამ ვაშაძეს „სულელი“ უწოდა.

,,თქვენს ბოდვას ვუსმენდით გრიგოლ – რა გვარი ხართ? რა გვარია ეს სულელი? ამ სულელის ბოდვას ვუსმენდით. თქვენ შეურაცხყოფილი ხართ დაბადებიდან. სულელია, ვინც ამას ვერ ხვდება, აქ საერთოდ როგორ ზიხარ? ათასი სულელური აზრი მოვისმინე, მაგრამ არავისთვის შემიწყვეტინებია. ერთ-ერთი სანიმუშო ამორალური ადამიანი მაძლევს შენიშვნას, რატომ? არ არის ამორალური?სინამდვილეში ახლა კამათი რაზე გვაქვს- ერთი მხარე იძახის, ამ ხალხს ცოტა ფული უნდა მივცეთო, მეორე მხარე ამბობს – ბევრი ფული უნდა მივცეთო. სინამდვილეში უნდა ვკამათობდეთ იმაზე, სახელმწიფო უნდა ერეოდეს ავტორების საქმეში თუ ეს უნდა წყდებოდეს სასამართლოს მეშვეობით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ხვიჩიას ვაშაძემ უპასუხა: „შენ შეურაცხყოფას ვერ მომაყენებ. გაუნათლებელი, უზრდელი ხარ“.

მსგავსი თემები