ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტს ვიღაცამ მიანიშნა, რომ გვარამია შესაწყალებელი იყო

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახძის განცხადებით, ვინც სალომე ზურაბიშვილს გვარამიას შეწყალებაზე მიანიშნა, მას პოლარიზაცია სურს.

„სალომე ზურაბიშვილს ვინც მიანიშნა, რომ გვარამია შესაწყალებელი იყო, მას სურს საქართველოში პოლარიზაციის გაღვივება და ჩვენთვის ეს არის ძალიან ცუდი ნიშანი. რატომ სურთ ამ ძალებს საქართველოში პოლარიზაციის გაღვივება, ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს, თუმცა, თავისთავად, ეს არის ძალიან სამწუხარო ნიშანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, გვარამიას დიდი რესურსი არ გააჩია. უბრალოდ, პოლარიზაციას დამატებით შეუწყობს ხელს.

 

მსგავსი თემები