,,მთელი მსოფლიო იყო გარინდებული, საქართველოდან აღმოჩნდნენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებდნენ ერთ-ერთ მხარეს”- მდინარაძე

„ქართული ოცნების “ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ  რუსეთში მიმდინარე მოვლენებს მთელი მსოფლიო აკვირდებოდა და საქართველოდან აღმოჩნდნენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებდნენ ერთ-ერთ მხარეს რუსეთში შიდა სამხედრო დაპირისპირების დროს.

,,მთელი მსოფლიო იყო გარინდებული, მათ შორის უკრაინელებიც. ხმას არ იღებდნენ, აკვირდებოდნენ სიტუაციას. მსოფლიოს ყველა ლიდერი საუბარობდა, რომ უნდა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას, რადგან არავინ იცოდა, ეს იყო დადგმული პროვოკაცია, იყო რეალური ამბოხი, რა ხდებოდა და სამწუხაროდ, საქართველოდან აღმოჩნდნენ პოლიტიკური ძალები და კონკრეტული ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებდნენ ერთ-ერთ მხარეს რუსეთში შიდა სამხედრო დაპირისპირების დროს. არ დაგვავიწყდეს, ეს მხარე იყო იმ ადამიანის ხელმძღვანელობით, რომელიც ყველაზე სასტიკად იყო ჩაბმული უკრაინის ომში, აქტიური მონაწილეობა მიიღო სამხედროების, ქალებისა და ბავშვების დახოცვაში. სამწუხაროდ, ამ ადამიანს და ამ ადამიანებს გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ საქართველოდან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები,”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მსგავსი თემები