„ვაიმე, შემეშალა – ასეთი რამ თქვა“ – ბაჩალიაშვილის საქმის დაკავებული გამომძიებლის ადვოკატი

გახმაურებული საქმის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ძიებაში ჩართული პროკურორის, სერგო შუბითიძის ადვოკატი აცხადებს, რომ მის დასცვის ქვეშ მყოფს ინტერვიუს დროს შეეშალა. სერგო შობიძიძე სწორედ იმ განცხადებებისთვის დააკავეს, რომელიც მენ ერთ-ერთ ტელეკოპმანიას მისცა.

როგორც დაცვის მხარე ამტკიცებს, სერგო შიბითიძეზე ზეწოლა არ განხორციელებულა. ადვოკატ დარეჯან ბუცხრიკიძის თქმით,  შუბითიძეს მონაწილეობა მართლაც მიიღო საგამოძიებო საქმიანობაში და დალუქა კიდეც ტელეფონი.

„არანაირ ზეწოლას არ ჰქონია ადგილი. მიმაჩნია, რომ ეს საქმე ასეც არ უნდა წარმართულიყო. პასუხისგებაშიც არ უნდა მიეცათ, ბავშვურად მოუვიდა. შეეშალა, ადამიანები მიდრეკილები ვართ გადაცდომისკენ. ჩვეულებრივი ადამიანია და შეეშალა. დღეს ერთად გავიარეთ, მოწმე ერეკლე კერესელიძის გამოკითხვის ტომი და მანდ მიხვდა, რომ შეეშალა: „ვაიმე, შემეშალა“ – ასეთი რამ თქვა. მე კი ამოვიღე ტელეფონი, მაგრამ არა ბაჩალიაშვილის ტელეფონი-ო“, – განაცხადა ადვოკატმა მედიასთან.

მისი თქმით, შუბიძიძე არ უნდა დაეკავებინათ.

„შესაძლებელი იყო უფრო ჰუმანურად მიდგომოდნენ ამ კონკრეტულ პიროვნებას, რომელმაც 20 წელი გამოძიებაში გაატარა. არ დავეთანხმები პროკურატურას, აღკვეთის ღონისძიება უნდა გაიცეს, მაგრამ უფრო მსუბუქი ღონისძიების სახით. არ შეიძლება მაინცდამაინც პატიმრობა. 5 ათას ლარამდე გირაო“,- განაცხადა ადვოკატმა.

მსგავსი თემები