სასამართლოს გარეშე კლინიკას ლიცენზია არ შეუჩერდება – დავა ჯანდაცვის კანონმდებლობის ირგვლივ   

ჯანდაცვის კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს, რომელიც ხმაურით მიმადინარეობს, შესაძლოა რამდენიმე პუნქტი დაემატოს, რასაც სამედიცინო პერსონალი ითხოვს.  კერძოდ, როცა რეგულირების სააგენტო სამედიცინო დაწესებულების შემოწმების პროცესს დაიწყებს, პარალელურად,  შეტყობინებას სასამართლოში გაგზავნის, რომ  სასამართლომ შემოწმების საჭიროება  დაადასტუროს.

ერთ-ერთი სწორედ ეს იყო, რასაც სამედიცინო საზოგადოება ითხოვდა, რომ სასამართლოს საჭოროება არ ამოვარდნილიყო და მაკონტროლებელი უწყება სამედიცინო დაწესებულებაში სასამართლო ნებართვის გარეშე არ შესულიყო.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა დღეს ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა.  ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ კი კომიტეტის წევრებს სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების შედეგები გააცნო.

„შემოთავაზებული რედაქციით, მარეგულირებელი სწრაფი რეაგირებისთვის შემოწმების პროცესს დაიწყებს, მაგრამ ამავდროულად აგზავნის შეტყობინებას სასამართლოში იმისთვის, რომ სასამართლომ შემოწმების მიზანშეწონილობა დაადასტუროს. საფუძველი შემოწმების ინიცირებისთვის იქნება პაციენტის საჩივარი, მედიასაშუალების მიერ გავრცელებული პრობლემური შემთხვევა, ადმინისტრაციული ორგანოების მომართვა, ასევე მშობიარის, ახალშობილის გარდაცვალება, ბავშვის გარდაცვალების შემთხვევა.

ამასთანავე, დაზუსტდა პროცედურა რეგულირების სააგენტოს მიერ  ლიცენზიის შეჩერების შემთხვევაში და ასევე, სასამართლოში 48-საათის პერიოდში მოსმენაზე ორივე მხარის მოწვევის შესაძლებლობა – ანუ ზეპირი მოსმენის ნაცვლად დაზუსტდა, რომ სასამართლომ ორივე მხარე უნდა მოიწვიოს ამ შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე პროცესის დროს, რათა კლინიკას მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შგახსენებთ, რომ დღეს, ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციამ კანონპროექტის შეჩერება მოითხოვა.

შეჩერდეს კანონპროექტი რეგულირების სააგენტოსთვის უფლებამოსილების გაზრდის შესახებ! – ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის პეტიცია

მსგავსი თემები