არ არსებობს ფაქტი, რომ საქართველო სანქციების გვერდით ავლისთვის ყოფილიყო გამოყენებული – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველო სანქციების გვერდით ავლის ადგილი არ ყოფილა და ამის დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი არ არსებობს. როგორც მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან ეჭვების გამოთქმა არ კმარა, მთავარია კონკრეტული ფაქტების წარმოდგენა.

„ჩვენ გამჭვირვალედ ვიქცევით. არ არსებობს ფაქტი, რომ სანქციების გვერდით ავლისთვის გამოყენებული იყო ჩვენი ქვეყანა. ყველას პატივს ვცემ. ვიცით მეგობრობა, პარტნიორობა, მაგრამ ეჭვების დონეზე ვერ
შემოვიფარგლებით, თუ რაიმე კონკრეტული ფაქტებია, წარმოადგინონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიზნით საქართველო სანქციებს არ უერთდება.

„არა ერთხელ განვაცხადეთ, რომ სანქციებს არ ვუერთდებით. ამას აქვს ერთადერთი მიზანი, ვატარებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, არ გვინდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯი, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის დამაზიანებელი იქნება. ეს პირდაპირ კავშირშია რიგით მოქალაქესთან – გლეხზე, რომელიც შრომობს, ქმნის პროდუქტს იმისთვის, რომ შემდეგ მისი რეალიზაცია მოახდინოს. რატომ უნდა შევუშალოთ მას ხელი, მაგალითად, რუსული ბაზრის გამოყენებაზე, თუ ამით დამატებით შემოსავალს მიიღებს, გააძლიერებს ბიზნესს, რა არის ამაში ცუდი, მაშინ, როდესაც ევროპულ ქვეყნებს დღესაც არ გაუწყვეტიათ პირდაპირი სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები