,,ნუცა არის უნიჭიერესი მომღერალი, შენი ქვეყნის ასეთ შვილებს ასე არ უნდა მოეპყრო”- მამუკა მდინარაძე

”ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის მოსკოვში სიმღერას და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. მისი თქმით, ”ქვეყნის ასეთ შვილებს ასე არ უნდა მოეპყრო და ასეთი ბულინგი არ უნდა მოიფიქრო. ”

,,ნუცა არის უნიჭიერესი მომღერალი და ასეთი ხალხის, ჩვენი ქვეყნის ასეთი შვილების დაბულინგება იმის გამო, რომ მეგობრის დაბადების დღეზე იმღერებენ, არა თუ საღ აზრს მოკლებულია, არამედ მიზანმიმართული ვითომ ტრენდის შემადგენელი ნაწილია და დამაზიანებელია არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანისათვის, არამედ ქვეყნისათვის. შენი ქვეყნის ასეთ შვილებს ასე არ უნდა მოეპყრო და ასეთი ბულინგი არ უნდა მოიფიქრო, არ უნდა დააბრალო რაღაც. ერთია დაბადების დღეზე სიმღერა რომელიმე ქვეყანაში, თუნდაც ეს ოკუპანტი ქვეყანა იყოს, თავის მეგობართან ჩასვლა და ამის გამო დაბულინგება. მეორეა, რომ ათასჯერ უარესებს არავინ არაფრად აგდებს ხოლმე. ეს არის ორმაგი სტანდარტის კლასიკური სახე,”- განაცხადა მდინარაძემ.

 

 

მსგავსი თემები