სროლა საარჩევნო კომისიასთან

გაერთიანებული ოპოზიციის ინფორმაციით, საარჩევნო კომისიის წევრების დასაშინებლად, კომისიასთან გასროლა მოხდა. სროლის ფაქტს თვითმხილველების ადასტურებენ. კომისიის წევრმა კი ის მანქანა გადაიღო, რომლითაც იარაღიანი ადამიანი გაიქცა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა თინათინ ბოკუჩავამ საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი ინფორმაციით, სროლა ზუგდიდის 87-ე უბანზე მოხდა.

“ჩვენი წარმომადგენელი საოლქო საარჩევნო კომისიაში იმყოფებოდა, როდესაც, გაურკვეველი პირები გადმოვიდნენ მანქანიდან და განახორციელეს ჰაერში გასროლა პისტოლეტიდან. მიუხედავად წინააღმდეგობისა, ქალბატონმა ზოიამ ქვარცხავა შეძლო დაეფიქსირებინა იმ მანქანის ნომერი, საიდანაც აღნიშნული პირები გადმოვიდნენ. ჩვენ გაგვაჩნია ამ ავტომანქანის ნომრის ფოტომასალა და აღმოჩნდა, რომ ეს იყო იგივე მანქანა, რომელიც იმყოფებოდა საარჩევნო კომისიის შენობაში 14 მაისს, როდესაც იყო მცდელობა მირანდა მესხის ორგანიზებით სიების გატაცების,“ – განაცხადა ბოკუჩავამ და მანქანის მეპატრონის გვარიც დაასახელა.

„მანქანის მეპატრონე არის ირაკლი ჩანგელია, რომელიც დაბადებულია 1999 წელს. თუ ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია, იმედია, პოლიციასაც აქვს ეს ინფორმაცია და მოახდენს დაუყოვნებლივ რეაგირებას”, – განაცხადა აღნიშნა დეპუტატმა.

მსგავსი თემები