თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი ბრალს აღიარებს

გარდაცვლილი პროგარამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე ბრალს აღიარებს. ის გუშინ, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დააკავეს. ადვოკატის განცხადებით, სერგო შუბითიძეს ტელეფონი შეეშალა.

,,ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შევხვდი. აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და ამბობს, რომ მინდა ვამცნო საზოგადოებას, რომ მას შეეშალა სხვა ტელეფონი და არა პირადად ბაჩალიაშვილის ტელეფონზე არ იყო  საუბარი,”- განაცხადა დაკავებული გამომძიებელის ადვოკატმა.

ცნობისთვის, გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე გუშინ დააკავეს.

 

მსგავსი თემები