,,საქართველოს ნამდვილად გაუმართლა, რომ ხელისუფლებაში არის “ქართული ოცნება”, რომელსაც აქვს დაფიქრებული, მოთმინების მიდგომა”- შალვა პაპუაშვილი

,,საქართველოს ნამდვილად გაუმართლა, რომ დღეს ხელისუფლებაში არის “ქართული ოცნება”, რომელსაც აქვს დაფიქრებული, მოთმინების მიდგომა, როცა ხდება ანალიზი და არა ემოციებზე აყოლა”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოში, საზოგადოებაში დაბნეულობის შემოტანისა და პანიკის შექმნის მცდელობა იყო.

,,იყო საზოგადოებაში დაბნეულობის შემოტანის მცდელობა, იყო კონსპირაციების ჩამოყალიბება, თითქოს რაღაც კავშირები იყო, იყო პანიკის შექმნის მცდელობა, რომ მოაწყდნენ თითქოს ჩვენ საზღვარზე, მათ შორის ტყუილის გავრცელება, მათ შორის ამაში ჩართულები იყვნენ ზოგიერთი უცხოური მედიასაშუალების ქართული რედაქციის წარმომადგენლები, ამერიკის ხმის ქართული რედაქციის წარმომადგენლები პირდაპირ “ტვიტერის” მეშვეობით.

ჩვეულებრივ ჰიბრიდული ომის ტაქტიკები იქნა გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ. ერთი და იგივე მატრიცით მიდის ყველაფერი, ხდება კონსპირაციების შემოგდება, დაბნეულობის შემოტანის მიზნით, შემდეგ პანიკის აწევის მიზნით ხდება სოციალურ ქსელში ორგანიზებული აქტივობა, რომ შექმნან რაღაც მასობრიობის აღქმა, მაგრამ ყოველ ჯერზე იფუშება ასეთი დამოკიდებულება. ეს ხალხი რომ ყოფილიყო იმ დღეს საქართველოს ხელისუფლებაში, ხომ წარმოგიდგენიათ, რა უბედურება შეიძლება, დატრიალებულიყო ამ ქვეყანაში. ამიტომ არის ერთი რამ, საქართველოს ნამდვილად გაუმართლა, რომ დღეს ხელისუფლებაში არის “ქართული ოცნება”, რომელსაც აქვს დაფიქრებული, მოთმინების მიდგომა, როცა ხდება ანალიზი და არა ემოციებზე აყოლა”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები