,,ხდება მოსახლეობის შეგნებულად შეცდომაში შეყვანა, ვინაიდან კონსტიტუციის თანაავტორმა უნდა იცოდეს, რომ პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური”- გიორგი მსხილაძე

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძე უსაფრთხოების საბჭოსთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ხდება მოსახლეობის შეგნებულად შეცდომაში შეყვანა, ვინაიდან ამ კონსტიტუციის თანაავტორმა უნდა იცოდეს, რომ პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური. „მინდა, გამოვეხმაურო უმრავლესობის ლიდერის განცხადებას, რომელიც გუშინ გააკეთა კონსტიტუციასთან და პრეზიდენტის მოვალეობებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ხდება მოსახლეობის შეგნებულად შეცდომაში შეყვანა, ვინაიდან ამ კონსტიტუციის თანაავტორმა უნდა იცოდეს, რომ პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური. ის არის ქვეყნის ერთიანობის და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი. ის წარმოადგენს სახელმწიფოს საგარეო ურთიერთობებში და არის ქვეყნის უმაღლესი სარდალი. რაც შეეხება უსაფრთხოების საბჭოს, უსაფრთხოების საბჭოს მოვალეობაა, შეაფასოს შიდა და გარე საფრთხეები…

მეტი...

საჯარო ბოდიში და 15-15 ლარი მორალური ზიანისთვის – გრიგორიადისი პრემიერს და ირაკლი კობახიძეს უჩივის

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატებმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ  მორალური ზიანის მიყენებისთვის სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, დაცვის მხარე ღარიბაშვილისა და კობახიძისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდასა და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, 15-15 ლარის ოდენობით თანხის გადახდას ითხოვს. ,,თავად ლაზარესთან ერთი თვის განმავლობაში კონსულტაციები გვქონდა. მას მიაჩნია, რომ ეს სარჩელი სასამართლოში შეტანილი აუცილებლად უნდა იყოს და იმ მაღალი თანამდებობის პირებს, რომლებსაც ქვეყნისა და ხალხის წინაშე აქვთ პასუხისმგებლობა, პასუხი უნდა მოეთხოვოთ. თავიანთი ღირსებისა და პატივის შემლახველი განცხადებების გამო სამოქალაქო წესით პასუხი აგონ.…

მეტი...

„ვაგნერის“ აჯანყება აჩენს ბზარებს მოსკოვის სამხედრო ძალაში – ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, „ვაგნერის“ აჯანყება აჩენს ბზარებს მოსკოვის სამხედრო ძალაში. მისი თქმით, ეს არის მომენტი, როცა ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა ისე, როგორც არასდროს. „პოლიტიკური სისტემა აჩვენებს სისუსტეებს და სამხედრო ძალა იშლება. არ არის კარგი იმის დანახვა, რომ ისეთი ბირთვული ძალა, როგორიც რუსეთია, შეიძლება, გადავიდეს პოლიტიკური არასტაბილურობის ფაზაში“,- განაცხადა ბორელმა.

მეტი...

პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება გრძელდება

კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყების ორგანიზების შესახებ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არ შეწყვეტილა. ამის შესახებ ინფორმაციას „კომერსანტი“ წერს. ”კომერსანტის” ცნობით, გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. ცნობისთვის, 25 ივნისს, ზოგიერთმა მედიამ და ტელეგრამის არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც მანამდე ცნო FSB-ის გამომძიებლის გადაწყვეტილება აჯანყების საქმის აღძვრის შესახებ კანონიერად და გამართლებულად, გააუქმა აღნიშნული გადაწყვეტილება და, შესაბამისად, პრიგოჟინის სისხლისსამართლებრივი დევნა.

მეტი...

,,კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ გვყავს პრიგოჟინის იმედად მყოფი რადიკალური ოპოზიცია”- არჩილ თალაკვაძე

უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე რუსეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება სწორ რეაგირებას ახდენს ქვეყნის გარეთ არსებულ რისკებთან დაკავშირებით. მისი თქმით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პრიგოჟინის იმედად მყოფი ოპოზიცია გვყავს. ,,საქართველოს ხელისუფლება სრულად აკონტროლებს ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებას და ასევე ყოველთვის სწორ რეაგირებას ახდენს ქვეყნის გარეთ არსებულ რისკებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ გვყავს პრიგოჟინის იმედად მყოფი რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც ქვეყნის უსაფრთხოებაზე აქვს ძალიან ზედაპირული წარმოდგენა. მათ არ ესმით სინამდვილეში რას ნიშნავს და როგორ ხდება ქვეყნის ეროვნული ინტერესების და უსაფრთხოების დაცვა”, – განაცხადა თალაკვაძემ.

მეტი...

სახელმწიფო კეთილსინდისიერების ინდექსით საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში ლიდერობს – მთავრობის ადმინისტრაცია

ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა (ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრი) გლობალური გამჭვირვალობის 2023 წლის ანგარიში „გამჭვირვალობა ომის დროს“ გამოაქვეყნა. 2023 წლის გამჭვირვალობის ინდექსის მიხედვით, საქართველო მკვეთრად, 54-ე ადგილიდან მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში, მე-17 ადგილზე დაწინაურდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველო მსოფლიოს გამჭვირვალობის რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის წევრ 15 და დიდი შვიდეულის წევრ ოთხ სახელმწიფოს, ამასთან უთანაბრდება ისეთ მოწინავე ქვეყნებს, როგორიცაა ფინეთი, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი. საქართველო რეიტინგში უსწრებს კანადას, გერმანიას, იაპონიას, იტალიას, შვეიცარიას,  ირლანდიას, ისლანდიას, დანიას, ჩეხეთს, პორტუგალიას, მალტას, ავსტრიას, პოლონეთს, უნგრეთს, ისრაელს, საბერძნეთს, ბელგიას, ლუქსემბურგს, ნიდერლანდებს, ავსტრალიას, კვიპროსს, სამხრეთ კორეას.…

მეტი...

მართლმსაჯულების შეურაცხყოფა და სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი ფუნდამენტის ხელყოფა – თეა წულუკიანი გვარამიას შეწყალებაზე

კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება სისხლის სამართლის გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლაა. მისი თქმით, არ ჰგონია, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება რაიმე ტიპის დეპოლარიზაციას გამოიწვევს. ,,არ მგონია, რომ გვარამიას შეწყალება რაიმე ტიპის დეპოლარიზაციას გამოიწვევს ან ამგვარ პროცესს ხელს შეუწყობს. ალბათ პირიქით, პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იქნება. მაგრამ, როგორც იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, შემიძლია გითხრათ, რომ დავახასიათებდი ამ გადაწყვეტილებას, როგორც მართლმსაჯულების შეურაცხყოფას და სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი ფუნდამენტის ხელყოფას, რასაც ჰქვია ძალაში შესული სისხლის სამართლის გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა. (კომენტარს იმედი ავრცელებს)  

მეტი...

„დასავლეთში არავინ საუბრობს საქართველოში „შავი ხვრელების“ არსებობაზე, ამაზე საუბრობენ ქართველები”- მაკა ბოჭორიშვილი

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დასავლეთში არავინ საუბრობს საქართველოში „შავი ხვრელების“ არსებობაზე. მისი თქმით, ამაზე საუბრობენ ქართველები, ქართველი პოლიტიკოსები. „დასავლეთში არავინ საუბრობს საქართველოში „შავი ხვრელების“ არსებობაზე, ამაზე საუბრობენ ქართველები, ქართველი პოლიტიკოსები. თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ პირველი სანქციების დროს ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა ახსენა ოცჯერ „შავი ხვრელი“ და საქართველო. მაშინ, „შავი ხვრელი“ რა იყო, არავინ იცოდა. ეს კამპანია დაწყებულია ქართველი პოლიტიკოსების მიერ და მიმართულია ქვეყნის იმიჯის შესალახად და ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად. საფრთხეები არსებობს ევროკავშირის ქვეყნებშიც და სანქციებისგან თავის არიდების ფაქტები გამოვლენილია ბევრგან. ევროკავშირი სწორედ იმას ცდილობს, რომ სანქციების აღსრულება ეფექტური იყოს. თუ…

მეტი...

,,ჩვენ მშვიდობის მხარეს ვართ, ოღონდ მას შემდეგ, რაც ომში გავიმარჯვებთ”- მარგარიტა სიმონიანი

კრემლის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ამბოხს ეხმიანება და აცხადებს, რომ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა სწორი გადაწყვეტილება იყო. მისივე თქმით, იურიდიული ნორმების დარღვევა ვერ იქნება სამოქალაქო დაპირისპირებაზე უარესი. ,,ჩვენ მშვიდობის მხარეს ვართ, ოღონდ მას შემდეგ, რაც ომში გავიმარჯვებთ, მაგრამ ძმების წინააღმდეგ ომში გამარჯვებული არ არსებობს. ახლა ბევრს ლაპარაკობენ პრიგოჟინზე, რომ როგორ შეწყდა სისხლის სამართლის საქმე, როგორ წავიდა ბელარუსში, რომ ეს იურიდიული ნორმების დაცინვაა, მინდა გითხრათ, რომ იურიდიული ნორმები ქრისტეს მცნებები არ არის და იურიდიულ ნორმებს ადამიანები წერენ და როცა კრიტიკულ სიტუაციებში იურიდიული ნორმები თავის ფუნქციებს…

მეტი...

სტოკჰოლმში, გასართობ პარკში ატრაქციონი რელსებიდან გადავიდა – არის მსხვერპლი

სტოკჰოლმში, „გრონა ლუნდის“ გასართობ პარკში ატრაქციონი რელსებიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა, მათ შორის ბავშვები. თვითმხილველების განცხადებით, ერთ-ერთი ატრაქციონი რელსებიდან გადავიდა, რის გამო ხალხს დაეჯახა. პოლიციის ცნობით,  ცხრა დაშავებული საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.  

მეტი...

”ვაგნერის” ამბოხის შემდეგ, სერგეი შოიგუ პირველად გამოჩნდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ამბოხის შემდეგ მინისტრ სერგეი შოიგუს კადრეს ავრცელებს. სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ შოიგუ ათვალიერებს დასავლეთის ძალების ჯგუფის წინა სამეთაურო პუნქტს “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” ზონაში. ვიდეოში შოიგუ უსმენს ჯგუფის მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ ევგენი ნიკიფოროვის მოხსენებას და აწყობს შეხვედრას მეთაურებთან, აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში. ეს თავდაცვის მინისტრის პირველი გამოჩენაა სამხედრო აჯანყების შემდეგ, რომელიც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის მეთაურმა ევგენი პრიგოჟინმა წამოიწყო.

მეტი...

ვაგნერის“ ამბოხი აჩვენებს უთანხმოებას, რომელიც რუსეთის ძალოვან წრეებში არსებობს – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით,  „ვაგნერის“ ამბოხი ხაზს უსვამს უთანხმოებას, რომელიც რუსეთის ძალოვან წრეებში არსებობს. მისი თქმით,  მიმდინარე მოვლენებს აქტიურად ადევნებდა თვალს. „სიტუაცია ჯერ კიდევ ვითარდება, მაგრამ ეს გვიჩვენებს უთანხმოებებს, რომლებიც არსებობს რუსეთში, სისუსტეს როგორც მის არმიაში, ასევე დამხმარე ძალებში, როგორიცაა „ვაგნერის“ ჯგუფი“, – განაცხადა მაკრონმა    

მეტი...

10 დაღუპული და 40-ზე მეტი დაშავებული – ორი ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა

მინიმუმ 10 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა კვირას პაკისტანის სამხრეთ სინდის პროვინციის ნავაბ შაჰის რაიონში ორი სამგზავრო ავტობუსის შეჯახებისას. გავრცელებული ინფორმაციით, ავარია იმ დროს მოხდა, როდესაც ერთზოლიანი გზაზე საპირისპირო მიმართულებით მოძრავმა ორმა ავტობუსმა ერთდროულად ორ სხვადასხვა მანქანას გადაუსწრო. შედეგად, ორი ავტობუსი ერთმანეთს დაეჯახა. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისულმა მაშველებმა დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათივე ცნობით, დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვები არიან.

მეტი...

შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი10 დღეში ერთხელ ცხრა სადგურზე განხორციელდება – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ ცხრა სადგურზე განახორციელებენ. „საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ ცხრა სადგურზე განახორციელებს. კვლევების შედეგად განისაზღვრება ზღვის წყლის ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე ბიოგენური ელემენტები და სხვა მაჩვენებლები. აღებული სინჯები საანალიზოდ გაიგზავნება გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს. ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი სიზუსტის…

მეტი...

მოსკოვსა და მოსკოვის რეგიონში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გაუქმდა – რუსული მედია

მოსკოვსა და მოსკოვის რეგიონში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას TASS-ი მოსკოვისა და მოსკოვის რეგიონის რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ,,ფედერალური კანონის შესაბამისად, ადამიანების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას და სხვა კანონიერად დაცულ ინტერესებს საფრთხის არარსებობის გამო, კონტრტერორისტული ოპერაციის ხელმძღვანელმა, ქ. რუსეთის FSB-მ ქალაქ მოსკოვისა და მოსკოვის რეგიონისთვის მიიღო გადაწყვეტილება, გააუქმოს მოსკოვის ტერიტორია და მოსკოვის რეგიონი CTO-ს სამართლებრივი რეჟიმის 2023 წლის 26 ივნისს 09:00 საათიდან“, – ნათქვამია ანგარიშში. ცნობისთვის, რუსეთის სამ რეგიონში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ევგენი პრიგოჟინის ამბოხის გამო დაწესდა.

მეტი...

თუ პრიგოჟინი ბელარუსში აღმოჩნდება, უნდა გავაძლიეროთ ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგი – გიტანას ნაუსედა

ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, ბელარუსის მხრიდან „ვაგნერის“ სამხედრო დაჯგუფების ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ”მასპინძლობის” შემთხვევაში, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება დასჭირდება. აღნიშნულის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა სახელმწიფო უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ ისაუბრა, სადაც კრემლის წინააღმდეგ „ვაგნერის“ ამბოხი განიხილებოდა. „თუ პრიგოჟინი ან ვაგნერის ჯგუფის ნაწილი ბელარუსიაში აღმოჩნდება გაურკვეველი გეგმებითა და გაურკვეველი განზრახვებით, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ჩვენი აღმოსავლეთის საზღვრების უსაფრთხოება“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ. ნაუსედამ დასძინა, რომ ლიეტუვა უფრო მეტ სადაზვერვო შესაძლებლობებს დაუთმობს „ბელარუსის პოლიტიკური და უსაფრთხოების ასპექტების“ შეფასებას. მისი თქმით, მას სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მომავალში კიდევ უფრო დიდ გამოწვევებს შეხვდება…

მეტი...

უბედური შემთხევა ქუთაისში – მდინარეში მოზარდი დაიხრჩო

უბედური შემთხევა ქუთაისში – მდინარე წყალწითელაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად მოზარდი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით,  მოზარდი წყლის დინებამ ჩაითრია. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. წყარო: პრაიმტაიმი    

მეტი...

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ზელენსკიმ ღირსების ორდენით დააჯილდოვა

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ ყაფლანიშვილი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ  გამოჩენილი მამაცობისთვის ღირსების ორდენითა და მედლით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები, სოციალურ ქსელში ავრცელებენ. მათივე ცნობით, მედალს გარდაცვლილის სამხედროს დედას საქართველოში უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობა გადასცემს. ცნობისთვის, მიხეილ ყაფლანიშვილი ლუგანსკში 21 ოქტომბერს ემსხვერპლა რუსეთის აგრესიას.

მეტი...

,,ამჟამინდელი კონტრშეტევა მოსამზადებელი ოპერაციაა”- ალექსეი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით,  ამჟამინდელ კონტრშეტევა „მოსამზადებელი ოპერაციაა“ და ის წარმატებული იქნება, როდესაც სრულად ამოქმედდება. მისივე თქმით, კონტრშეტევა შემდეგი ნაბიჯია გამარჯვებამდე. „ჩემთვის ეს კონტრშეტევა შემდეგი ნაბიჯია გამარჯვებამდე. ვგრძნობ, რომ ჩვენ მოვიგებთ ამ ომს, რადგან ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის… ეს წელი გარდამტეხი იქნება“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა. რეზნიკოვის თქმით, ნატოს ქვეყნების საუკეთესო ინტერესშია უკრაინის გაწევრიანება, რადგან უკრაინამ იცის, როგორ დაამარცხოს და შეაკავოს რუსული შეიარაღებული ძალები.

მეტი...

დღეს, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი თბილისს ეწვევა

დღეს, 26 ივნისს (დღის მეორე ნახევარში), სანქციების საკითხებში ვროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი ორდღიანი ვიზიტით თბილისს ეწვევა. ის საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებს, კერძოდ, სანქციებსა და მათ ეფექტიან განხორციელებას. ვიზიტის მიზანია პირდაპირი საკომუნიკაციო არხის გახსნა და სამომავლო თანამშრომლობაზე დაფუძნებლული დიალოგის ჩამოყალიბება. საქართველოს ხელისუფლებამ თანამშრომლობის დიდი მზადყოფნა გამოხატა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტისთვის და არის იმედი, რომ მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში, ხვალიდან გაიმართება შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ილია დარჩიაშვილთან, ვიცე-პრემიერთან და ეკონომიკის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრთან ლაშა ხუციშვილთან,…

მეტი...

დაზიანებული გზები, დაბომბილი შენობები, განადგურებული სახლები – რა ზიანი მიადგა რუსეთს „ვაგნერის“ ამბოხის შედეგად?

რუსული მედიას ავრცელებს ინფორმაციას, თუ რა ზიანი მიადგა რუსეთს კერძო  სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ამბოხის შედეგად. მედიის ცნობით, დაიბომბა შენობები, განადგურდა 19 სახლი,  დაზიანდა გზები. მედიის ცნობით, დონის როსტოვში ვაგნერელების ტექნიკამ 10 ათასი კვადრატული მეტრი დააზიანა. ყველაზე მეტად საავტომობილო გზის ბუდიონოვსკის პროსპექტი დაზარალდა. ქალაქის მერი ალექსეი ლოგვინენკო ირწმუნება, რომ მუშები დაზიანების 2 დღეში გაუმკლავდებიან. ვორონეჟის რაიონის სოფელ ელიზავეტოვკაში, ამბოხებულებსა და ჯარს შორის სროლის შემდეგ, 19 კომლი დაზიანდა, განაცხადა პავლოვსკის რაიონის ხელმძღვანელმა მაქსიმ იანცოვმა. სახლების დაზიანების ხარისხი უცნობია. მედიის ცნობითვე, რუსეთის არმიამ ასევე განიცადა დანაკარგი აღჭურვილობაში: სამი Mi-8 ელექტრონული საომარი ვერტმფრენი, ერთი…

მეტი...

იაპონიაში ოზის ვირუსი დაფიქსირდა – არის მსხვერპლი

იაპონიაში, ტოკიოს ჩრდილოეთით იბარაკის პროვინციაში, ტკიპებით გამოწვეული ინფექციის, ოზის შემთხვევა დაფიქსირდა. 70 წელს გადაცილებული იაპონელი ქალი, რომელიც გარდაიცვალა საავადმყოფოში 26 დღიანი მკურნალობის შემდეგ, გახდა ტკიპებით გამოწვეული ინფექციის პირველი მსხვერპლი მსოფლიოში. ეს არის მსოფლიოში პირველი დაფიქსირებული ფატალური შემთხვევა, რომელიც გამოწვეულია პოტენციურად ტკიპებით გამოწვეული ინფექციით. ტოკიოს ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, ამჟამად ოზის ვირუსის ვაქცინა არ არის ხელმისაწვდომი. ინსტიტუტმა ხაზი გაუსვა შემდგომი კვლევების აუცილებლობას, რათა სრულად გაიგოს ინფექციასთან დაკავშირებული სიმპტომები და პოტენციური რისკები. ვირუსი პირველად 2018 წელს გამოვლინდა Amblyomma testudinarium ტკიპის სახეობებში, რომელიც დასავლეთ იაპონიაში ეჰიმეს პროვინციაში აღმოაჩინეს.

მეტი...

,,რუსული აგრესია თანდათან უბრუნდება მშობლიურ ნავსადგურს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება რუსული აგრესია, მით უფრო მეტ დეგრადაციას გამოიწვევს თავად რუსეთში. მისი თქმით, რუსული აგრესია თანდათან უბრუნდება მშობლიურ ნავსადგურს. ,,რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება რუსული აგრესია, მით უფრო მეტ დეგრადაციას გამოიწვევს თავად რუსეთში. ასეთი დეგრადაციის ერთ-ერთი გამოვლინებაა ის, რომ რუსული აგრესია თანდათან უბრუნდება მშობლიურ ნავსადგურს. ჩვენ ლიდერებთან საუბარში გავცვალეთ შეფასებები იმის შესახებ, რაც ხდება რუსეთში. ჩვენ ვხედავთ, როგორ ვითარდება სიტუაცია და ვიცით, როგორ მოვიქცეთ”,- განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...