ვინც პრორუსს დაგვიძახებს, მიიღებს ცხვირ-პირში, ჯერ მორალურად, თუ არ მოისვენებს, შეიძლება მერე ცოტა მეტიც მიიღოს – ბექა ოდიშარია

,,ჩვენ ვინც პრორუსს დაგვიძახებს, მიიღებს ცხვირ-პირში,”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ კულტურის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი  თქმით, არ დაუშვებს, რომ მისმა შვილებმა მოისმინონ ბრალდებები, თითქოს ის პრორუსულ ძალას წარმოადგენს.

,,ჩვენ ვინც პრორუსს დაგვიძახებს, მიიღებს ცხვირ-პირში. მიიღებს მორალურად ჯერ და თუ არ მოისვენებს, შეიძლება მერე ცოტაც მეტი მიიღოს. მე არ დავუშვებ, რომ ჩემი სამი შვილი ისმენდეს, რომ მე პრორუსულ ძალას (წარმოვადგენ) და საერთოდ თურმე ქართული კულტურა არის პრორუსული. ენას ცოტა კბილი დააჭირეთ, რა. კბილები მარტო სხვა რამისთვის, არ არის, რომ ღეჭოთ საღეჭი რეზინი”,- განაცხადა ოდიშარიამ.

 

მსგავსი თემები