მსახიობი შონ პენი თბილისშია. შონ პენი 10 ივნისს ამბის თხრობის ფესტივალ ZEG-ს დახურავს.
პანელის მთავარი თემა იქნება ომი უკრაინაში და ოკუპაცია.
ცნობისთვის, ომის დაწყების შემდეგ მსახიობი უკრაინაში სამჯერ იმყოფებოდა . მან ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოსკარის ქანდაკება გადასცა, რომელიც უკრაინაში ომის დასრულებამდე დარჩება.
ფოტო – ნანა საჯაია