დოდონი მოლდოვის ხელისუფლებას მოუწოდებს საქართველოს მიბაძოს და არ გაწყვიტოს რუსეთთან ურთიერთობა

მოლდოვას ხელმძღვანელობამ საქართველოს მაგალითი უნდა მიბაძოს, რომელმაც უარი თქვა რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტაზე – ამის შესახებ მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა ტელეარხის ექსკლუზივის ეთერში განაცხადა.

,,ხელისუფლება უნდა შეთანხმდეს რუსეთში თავისუფალ ექსპორტზე და იმ პირობებში, როცა დასავლეთმა რუსეთის ფედერაციას სანქციები დაუწესა, სცადონ ჩვენი საქონლის მიწოდება იქაც და იქაც, როგორც ამას აკეთებს საქართველო. ეს გამოიწვევს ჩვენი ეკონომიკის ზრდას,”- აცხადებს დოდონი.

მან ასევე სიცრუე უწოდა მოლდოვის ხელმძღვანელობის დაპირებებს 2030 წლისთვის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.

,,მოქალაქეების მოტყუება არ არის საჭირო. მოლდოვა არ გახდება ევროკავშირის წევრი. საკმარისია საკუთარი და ქვეყნების პრობლემები, რომლებიც რიგში დგანან გაწევრიანებისთვის”, – განაცხადა მოლდოვას ყოფილმა ხელმძღვანელმა.

მსგავსი თემები