უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ კლიმენკოს ინფორმაციით, ხერსონის რაიონში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ, წყალდიდობის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 13 ადამიანი დაკარგულად ითვლება.
მისი თქმით, ერსონის რაიონში დაიტბორა 48 დასახლება, აქედან: 34 (3625 სახლი) – უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, 14 – დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
„2412 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა (ხერსონის რაიონში) დაიღუპა 4 ადამიანი, ევაკუაციის დროს დაბომბვის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. 13 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ნიკოლაევის რაიონში დატბორილია 23 დასახლებული პუნქტი. 825 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. დაიღუპა 1 ადამიანი“,- განაცხადა მინისტრმა.