,,პერსონალური მონაცემები რომ გავხადოთ საჯარო, საკანონმდებლო საფუძველი უნდა ჰქონდეს სახელმწიფო უწყებას”- მინისტრის მოადგილე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ოპოზიციონერ დეპუტატ ხატია დეკანოიძეს პასუხობს. მისი თქმით, კონკრეტული პირის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისთვის, უწყებას საკანონმდებლო საფუძველი უნდა ჰქონდეს.

,,ნებისმიერი პირის პერსონალური მონაცემები რომ გავხადოთ საჯარო, ამის საკანონმდებლო საფუძველი უნდა ქონდეს სახელმწიფო უწყებას. ჩვენ ვკითხეთ ქალბატონ ხატიას  რა ლეგიტიმური მიზანი არსებობდა იმისი რომ საჯარო გავხადოთ კონკრეტული პირის პერსონალური მონაცემები. ველოდებით პასუხს. როცა იქნება საკანონმდებლო საფუძველი და გავქვს შესაბამისი რეგულაციები ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად. რა სამართლებრივი მოცემულობა გვქონდა იმ კონკრეტული წერილიდან გამომდინარე, შესაბამისი პასუხი გაეცა ქალბატონ ხატიას”,- განაცხადა დარახველიძემ.

დეკანოიძის თქმით, შსს ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციას არ აწვდის

მსგავსი თემები