მოვიპოვეთ ჩანაწერი, რომელიც ამტკიცებს, რომ კახოვკას ჰესი რუსმა დივერსანტებმა ააფეთქეს – უკრაინის უსაფრთხოების სამსახური

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მოიპოვეს აუდიო ჩანაწერი, რომელიც ამტკიცებს რომ კახოვკის ჰესი რუსულმა დივერსიულმა ჯგუფებმა ააფეთქეს.

როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, დამპყრობლებს სურდათ უკრაინის დაშანტაჟება კაშხლის აფეთქებით და მოაწყვეს ადამიანის მიერ შექმნილი კატასტროფა ჩვენი ქვეყნის სამხრეთით.

უწყებამ გაავრცელა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ ორი რუსი სამხედრო კაშხლის აფეთქებაზე საუბრობს.

„ისინი(უკრაინული მხარე) იქ არ ყოფილან. იქ არის ჩვენი დივერსიული ჯგუფი. ამ კაშხლით ხალხის შეშინება სურდათ. გეგმის მიხედვით კი არ წავიდა, არამედ იმაზე მეტი მოხდა, ვიდრე დაგეგმეს“, – ამბობს რუსი სამხედრო აუდიოჩანაწერში.

მსგავსი თემები