კაცს, რომელიც არასრულწლოვან შშმ პირს და მის მშობელს დაემუქრა, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კაცს, რომელიც  არასრულწლოვან შშმ პირს და მის მშობელს დაემუქრა, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე 4 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შშმ სტატუსის მქონე არასრულწლოვანი სოციალური ქსელით პროტესტს გამოთქვამდა  შშმ პირების მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტებზე, რის გამოც ბრალდებული  სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მას და მის მშობელს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 7 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მუქარა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და შშმ პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი თემები