ბელარუსში ბირთვული იარაღი 7-8 ივლისის შემდეგ განთავსდება – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ბელარუსში ბირთვული იარაღი 7-8 ივლისის შემდეგ განთავსდება. მისი თქმით, ობიექტების მომზადება 7-8 ივლისს დასრულდება.

„ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. მოგეხსენებათ, 7-8 ივლისს დასრულდება შესაბამისი ობიექტების მომზადება და ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყებთ ღონისძიებებს თქვენს ტერიტორიაზე შესაბამისი ტიპის იარაღის განთავსებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა პუტინმა.

მსგავსი თემები