ხაშურში მომხდარი მკვლელობის სამეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული, ა.ნ. მძიმე და
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ნ. – ს ნაცნობმა, 1970 წელს დაბადებულმა ი.კ. –
მ მიმდინარე წლის 24 აპრილს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში,
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1970 წელს დაბადებულ ჯ.ნ.-ს ავტომატური
ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ა.ნ. – ც, თუმცა მან მომხდარი დანაშაულის
შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

სამართალდამცველებმა 1970 წელს დაბადებულმა ი.კ. განზრახ მკვლელობისა და
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ბრალდებით ცხელ
კვალზე, ხოლო ა.ნ. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის მოგვიანებით დააკავეს.

განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების,
ასევე მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე
გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 236-ე და 376-ე
მუხლებით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები