,,პრემიერ-მინისტრს შევხვდებით და ამ გაუგებრობაზე ღიად ვისაუბრებთ”- ანდრეი კალინდრა

საქართველოში ლიეტუვის ელჩი, ანდრეი კალინდრა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის გამართავს აანონსებს. ელჩის თქმით, პრემიერ-მინისტრთან ”ამ გაუგებრობაზე” ღიად ისაუბრებენ.

,,ორშაბათს, ან უახლოეს დღეებში ბატონ პრემიერ-მინისტრს შევხვდებით და ამ გაუგებრობაზე ღიად ვისაუბრებთ. ორივე მხრიდან დიდი ენერგია იხარჯება საიმისოდ, რომ საქართველო იყოს იქ, სადაც უნდა იყოს. საქართველოსთვის კანდიდატი სტატუსის მინიჭება სარგებლის მომტანი იქნება, არა მხოლოდ საქართველოსთვის არამედ ევროკავშირისთვისაც. მე ვიტყვი, რომ ერთი წელი გავიდა, რაც რეკომენდაციები წარადგინა ევროკომისიამ და პროგრესი არსებობს. ასევე გვესმის,  რომ არსებობს პრობლემები, რომლებიც მოსაგვარებელია. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას და პოლიტიკურ წევრებს, ეს მომენტი გამოიყენონ იმიტომ, რომ არავინ იცის, რამდენ ხანს იქნება ღია ეს შესაძლებლობების ფანჯარა”, – აცხადებს  კალინდრა.

მსგავსი თემები