,,დღემდე არ გვაქვს პასუხი, რატომ არ მიენიჭა შარშან საქართველოს კანდიდატის სტატუსი”- შალვა პაპუაშვილი

დღემდე არ გვაქვს პასუხი, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი შარშან რატომ არ მიენიჭა– ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით,  სინამდვილეში, ეს პასუხი არ არსებობს.

„კითხვას როდესაც ვსვამთ, რა იყო სტატუსის არმინიჭების განმაპირობებელი, პასუხი სხვადასხვაა – ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული. სინამდვილეში, ეს იმას აჩვენებს, რომ ამის ობიექტური პასუხი არ არსებობს. გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომელზეც რთულია თქვა, რა მოსაზრებებს ეფუძნებოდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები