დეკანოიძის თქმით, შსს ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციას არ აწვდის

ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სერგეი ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში შემოსვლასთან შესახებ  ინფორმაციას არ აწვდის.

დეპუტატის თქმით, მან უწყებას სადეპუტატო კითხვა გაუგზავნა და  შსს-ს სთხოვდა განემარტა, თუ სად, როდის და და რა პირობებში გადმოკვეთეს ლავროვის ოჯახის წევრებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

,,საქართველოში, არასახელმწიფო, მაგრამ კონკრეტული პირები ძალიან აქტიურად შეიძლება მოხდნენ სანქციების სიაში. სადეპუტატო კითხვებში მქონდა მითითებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მოეწოდებინათ ჩემთვის საქართველოს კონსტიტუციისა და რეგლამენტის გათვალისწინებით, ის ინფორმაცია თუ სად, როდის და რა პირობებში გადმოკვეთეს ლავროვის ოჯახის წევრებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. მე მომივიდა წერილი, რომელიც პირდაპირ ადასტურებს, რომ ლავროვის ოჯახის წევრების ინფორმაციას შსს მე არ მაძლევს, უთითებს მცდარ მუხლებს საქართველოს რეგლამენტში და ამბობს, რომ ეს არის პერსონალური ინფორმაცია და მე არ მაქვს, როგორც საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, უფლება რომ ეს ინფორმაცია მივიღო. მე არ ვითხოვდი პასპორტის ინფორმაციას, მე ვითხოვდი მხოლოდ და მხოლოდ საზღვარს და დროს როდის შემოვიდა, რომელ თანმხლებ პირებთან ერთად შემოვიდა და რამდენი იყო მისი თანმხლები პირი,”- განაცხადა დეკანოიძემ,

მსგავსი თემები