ივნისი ფისოების დაბინავების და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების თვეა

ივნისი ფისოების დაბინავების და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების თვეა.

ამ პერიოდში მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სოციალური კამპანიები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც მიუსაფარი ფისოები სახლს და ერთგულ მეგობარს პოულობენ. ამ თვისთვის აღნიშნული მნიშვნელობის მინიჭების ინიციატორი თავდაპირველად ამერიკული ორგანიზაცია – American Humane იყო, რომელიც წელს 47-ე კამპანიას მართავს და საზოგადოებას მიუსაფარი კატების ქუჩიდან აყვანისკენ მოუწოდებს.

,,მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვისას, კატების სტერილიზაცია-კასტრაცია შედარებით რთული საკითხია, რადგან ძაღლებისგან განსხვავებით, მათი მიკვლევადობა ძნელია. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ვიზრუნოთ მათ დროულ სტერილიზაცია-კასტრაციაზე.

ივნისის თვე, როგორც წესი, კნუტების შობადობისთვის აქტიური პერიოდია, სწორედ ამიტომ ვაძლიერებთ კამპანიას, რათა თავშესაფარში შემოსული კატები გავასტერილოთ და საიმედოდ დავაბინაოთ.

თუ მზად ხართ ოჯახში ახალი წევრის მატებისთვის, მაშინ იცოდეთ, რომ თავშესაფარში ერთ მეგობარი გელოდებათ,”- ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები