ვორონეჟში უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა – გუბერნატორი

ვორონეჟში უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შედეგად  სამი ადამიანი მინის ნამსხვრევებით დაშავდა. ამის შესახებ ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე გუსევმა განაცხადა.

მისივე თქმით,  ბელინსკის ქუჩაზე მდებარე სახლის ოთახი, რომელსაც დღეს დრონი დაეჯახა, ცარიელი იყო.

,,დახმარება ადგილზე იყო, ხალხმა უარი თქვა ჰოსპიტალიზაციაზე. გარდაცვლილები არ არიან. ადგილზე მუშაობს FSB და საგანგებო სიტუაციების სამინისტრო და სხვა სპეცსამსახურები. მე ვატარებ შეხვედრას მომხდარის გასაანალიზებლად”, – განაცხადა გუსევმა.

მსგავსი თემები