„ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვერანაირ კავშირს ვერ ვხედავთ”- მამუკა ხაზარაძე

„ჩვენი კარი ღიაა და მოვუწოდებ საზოგადოებას, შემოგვიერთდნენ, რადგან ჩვენ გვაქვს ის ძალა, ინტელექტი და გამოცდილება, რომელიც მომავალ კოალიციურ მთავრობაში აუცილებლად მიიღებს წამყვან როლს“, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვერანაირ კავშირს ვერ ხედავს.

„ბოლო პერიოდში, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ცვლილებები განვითარდა და წინა პლანზე წამოვიდნენ ადამიანები, რომლებიც დაკავშირებული არიან იმ ცხრაწლიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, კერძოდ, მერაბიშვილი და ძმანი მისნი, ჩვენ ამ პარტიასთან ვერანაირ კავშირს ვერ ვხედავთ. თუმცა, ვხედავთ ძალიან დიდ პოტენციალს საზოგადოების, აკადემიური წრეების, დოპლომატიის წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან, რომელთაც უნდათ, აქტიურად ჩაერთონ ჩვენი ქვეყნის მომავლის მშენებლობაში და ჩვენ ახლა ამით ვართ დაკავებული,”- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი თემები