უკრაინაში რუსეთის აგრესიას 486 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 9 ივნისის მდგომარეობით,  უკრაინაში რუსეთის აგრესიას 486 ბავშვი ემსხვერპლა,  1 009 -ზე მეტი დაზარალდა.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა დონეცკის რეგიონში – 464; ხარკოვის ოლქში – 283, კიევის ოლქში – 128, ჩერნიგოვის ოლქში – 70, ლუგანსკის ოლქში – 67, ნიკოლაევის ოლქში – 89, ხერსონის ოლქში – 105, ზაპოროჟიეს ოლქში – 91, დნეპროპეტროვსკის ოლქი – 80.

მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მსგავსი თემები