,,მინდა, ვკითხო იმ ადამიანებს, ვინც ბრიუსელის სავარძლიდან კომფორტში მოწყობილები გველაპარაკებიან ბავშვური არგუმენტებით…”- პაპუაშვილი

მინდა, ვკითხო მათ, ვინც ბრიუსელის სავარძლიდან გველაპარაკება ბავშვური არგუმენტებით, საქართველომ უნდა დაუწესოს თუ არა ორმხრივი სანქცია რუსეთს და ამით მოახდინოს ურთიერთობის ესკალაცია? – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა  განაცხადა.

მისი თქმით, ამ ევროპარლამენტარებს ზედაპირული ინფორმაცია და განსჯა აქვთ ბანალური არგუმენტით, რომ თვითმფრინავი ვერ დაჯდება თბილისში, თუ თბილისმა არ მიიღო.

,,საქართველოს მიმართ სანქცია დაწესებული იყო რუსეთის მხრიდან. მას შემდეგ, რაც რუსეთმა სანქცია მოხსნა, ძველი რეჟიმი აღდგა. აღდგა ის ჩარჩო-შეთანხმებები, რაც საქართველო-რუსეთს შორის ჯერ კიდევ 2010 წელს გაფორმდა. ამ ჩარჩო-შეთანხმების ფარგლებში კომპანიებმა შესაბამის ინსტიტუტებს ფრენების განხორციელების მიზნით მიმართეს. ამ შემთხვევაში შეეძლოთ უარი ეთქვათ, მაგრამ მხოლოდ ერთი გზით, სანქციის დაწესებით. როცა საუბრობენ, რომ თანხმობა იყო საჭირო, საქართველო თუ რუსეთს სანქციას დაუწესებდა, ეს იყო გზა, რომ ორმხრივი ფრენები არ დაგვეშვა. მინდა, ვკითხო იმ ადამიანებს, ვინც ბრიუსელის სავარძლიდან კომფორტში მოწყობილები გველაპარაკებიან ბავშვური არგუმენტებით, საქართველომ უნდა დაუწესოს თუ არა ორმხრივი სანქცია რუსეთს და ამით მოახდინოს ურთიერთობის ესკალაცია, თუ ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელი გვეუბნება და ყველა დედაქალში გვეუბნებიან, რომ არ უნდა დავუწესოთ? არ მგონია, ბრიუსელელი ბიუროკრატები თავიანთი თბილი კაბინეტებიდან წყვეტდნენ, საქართველო უნდა წავიდეს თუ არა ესკალაციაზე. ეს ამ ადამიანების შეფასებების ზედაპირულობას და უპასუხისმგებლობას აჩვენებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები