,,40-ზე მეტ დასახლებაში ცხოვრება დანგრეულია”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი  კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ, 40-ზე მეტ დასახლებაში ცხოვრება დანგრეულია. მისი თქმით,  ბევრ ქალაქსა და სოფელში ასობით ათასი ადამიანისთვის სასმელ წყალზე წვდომა მნიშვნელოვნად შეფერხებულია.

,,ჩვენ ვმუშაობთ სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ყველა დონეზე, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადავარჩინოთ დატბორილი ტერიტორიებიდან. ევაკუაცია გრძელდება. სადაც კი შეგვიძლია ხალხის გამოყვანა წყალდიდობის ზონიდან, ჩვენ ამას ვაკეთებთ. სახელმწიფო საგანგებო სამსახური, პოლიცია და სამხედროები დიდ საქმეს აკეთებენ! მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მონაწილეს!

ჩვენ ვადგენთ უფრო დეტალურ ინფორმაციას ზიანზე, რუსეთს ამ კატასტროფის შედეგად. 40-ზე მეტ დასახლებაში ცხოვრება დანგრეულია. ბევრ ქალაქში და სოფელში ასობით ათასი ადამიანისთვის სასმელ წყალზე წვდომა მნიშვნელოვნად შეფერხებულია. რუსეთი პასუხისმგებელია ამ მიზანმიმართულ დანაშაულზე ადამიანების, ბუნებისა და თავად სიცოცხლის წინააღმდეგ,”- წერს ზელენსკი ტვიტერზე.

მსგავსი თემები