პუტინი ირწმუნება, რომ უკრაინა კონტრშეტევაზე გადავიდა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ღიად აცხადებს რომ უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო. აღნიშნული განცხადება მან სოჭში გააკეთა და დასძინა, რომ უკრაინული არმია წარმატებას ვერ აღწევს.

„შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეს შეტევა დაიწყო. ამას მოწმობს უკრაინის არმიის სტრატეგიული რეზერვების გამოყენება. ეს აბსოლუტურად აშკარაა.  უკრაინის ჯარებმა ვერ მიაღწიეს დაკისრებულ ამოცანებს საომარი მოქმედებების არცერთ მონაკვეთზე“ – აღნიშნა პუტინმა.

მისივე თქმით, ბელარუსში რუსეთის ბირთვული იარაღის განლაგება მაშინ დაიწყება, როცა შესაბამისი ინფრასტრუქტურა მომზადდება.

მსგავსი თემები