,,მოვუწოდებთ მთავრობასა და სხვა პოლიტიკურ წრეებს, გააერთიანონ ძალისხმევა, შესაძლებლობების ფანჯარა ახლაა გახსნილი”- კალინდრა

,,მოვუწოდებთ მთავრობასა და სხვა პოლიტიკურ წრეებს, გააერთიანონ ძალისხმევა. შესაძლებლობების ფანჯარა ახლაა გახსნილი, გვსურს, არ დავკარგოთ ეს შესაძლებლობა, განსაკუთრებით საქართველომ და ქართველმა ხალხმა.”- ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ განაცხადა. მისი თქმით, 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით პროგრესია, თუმცა არის რიგი პრობლემები, რომელზე მუშაობაც გრძელდება. ,,კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიმდინარეობს შეხვედრები და კონსულტაციები. სახეზეა ბევრი ენერგია და ამბიცია ორივე მხრიდან. როგორც ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებში, ასევე თბილისში იმ კუთხით, რომ საქართველომ საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთავრობა და ქართველი ხალხი მხარს უჭერს ამ გზას. კანდიდატის სტატუსი ნამდვილად საჭიროა. ის მოუტანს ბევრ სარგებელს…

მეტი...

112 შეფერხებით მუშაობს – ნახეთ ალტერნატიული ნომრები

ტექნიკური ხარვეზის გამო 112-ში ზარები შეფერხებით შედის. თუ გესაჭიროებათ გადაუდებელი დახმარება და 112-ს ვერ უკავშირდებით, დარეკეთ ალტერნატიულ ნომრებზე: 599 84 22 06 598 08 77 61 577 01 11 39 577 01 11 74 591 54 43 84 591 94 68 40 591 94 68 70 591 54 43 75 112-ის ცნობით, ტექნიკური ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება.

მეტი...

„კვარაცხელიაზე წიგნი რუსულადაც გამოვა, გარეკანზე ეწერება ”საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ“ – გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის,  გიორგი კეკელიძის განცხადებით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების და იტალიის „ნაპოლის“ შემტევი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წიგნი რუსულ ენაზეც გამოიცემა. მისი თქმით,  წიგნს ეწერება, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ,,წიგნის “ხვიჩა, ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი” გამოცემის თხოვნით არაერთი რუსული გამომცემლობა შეგვეხმიანა და ყველას უარი ვუთხარი. თუმცა, წიგნი რუსულად მაინც გამოვა, გამოსცემს ქართულივე გამომცემლობა. გარეკანის დიზაინი მცირედით შეცვლილი იქნება და ეწერება – “საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ”, საავტორო ჰონორარს კი ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილებისთვის დაწესებული სტიპენდიის დანამატად ვაქცევთ.” – წერს გიორგი კეკელიძე.

მეტი...

რუსეთში, ვორონეჟში დრონი ჩამოვარდა – რეგიონის გუბერნატორი

წინასწარის მონაცემებით, რუსეთში, ვორონეჟში, ბელინსკის ქუჩაზე დრონი ჩამოვარდა. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე გუსევმა განაცხადა. მისი თქმით, შემთხვევის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაშავდა. ტელეგრამის არხებმა მანამდე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა. ადგილობრივებმა აფეთქების ხმა გაიგე  

მეტი...

„ბავშვების თვალწინ ესროლა, მოკლა და გზა განაგრძო”- ვაზისუბანში მომხდარი საზარელი შემთხვევა

სოციალურ ქსელში მოქალაქე ვაზისუბანში მომხდარ საზარელ შემთხვევაზე წერს. მისი თქმით, კაცმა ბავშვების თვალწინ ძაღლი მოკლა. „ვაზისუბანში, დღისით მზისით, სკოლაში მიმავალი ბავშვების თვალწინ, მორბენალ კაცს უბრალოდ დაუყეფა ცუგამ, რომელიც გოგონას მოჰყვებოდა, ამან ამოიღო, ესროლა, მოკლა ძაღლი და გზა განაგრძო!!! ასეთი, ადამიანსაც არ დაინდობს! რა გჭირთ ასეთი, რა ტრავმა მოგყვებათ ცხოვრებაში, რომ ამხელა სისასტიკეს სჩადიხართ! საწყალი ცუგო შეეწირა. საჩივარი შეტანილია… საკადრისად უნდა დაისაჯოს! მთელი უბანი მოვითხოვთ!“, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი და ფოტოებს ავრცელებს შემთხვევის ადგილიდან.

მეტი...

შოლცი, მაკრონი და დუდა ერთმანეთს პარიზში შეხვდებიან, რათა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები განიხილონ

”პოლიტიკოს” ინფორმაციით,გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი და პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა მომავალ ორშაბათს პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდებიან. შეხვედრაზე, სავარაუდოდ, ყურადღება გამახვილდება უკრაინის სწრაფვაზე ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და მოკავშირეების უსაფრთხოების გარანტიებზე ივლისში ნატოს სამიტის წინ. გასულ კვირას მაკრონმა ბრატისლავაში სიტყვით გამოსვლისას მოუწოდა უკრაინას მიეცეს „მტკიცე, კონკრეტული და ხელშესახები“ უსაფრთხოების გარანტიები და ამტკიცებდა, რომ უკრაინას უნდა შესთავაზოს „გზა [ნატოს] წევრობისკენ“. შოლცის განცხადებით კი, აქცენტი წევრობაზე კი არ უნდა გამახვილდეს, არამედ იმაზე, „როგორ შეგვიძლია ჩვენ, ინდივიდუალურად, მხარი დავუჭიროთ უკრაინას“.

მეტი...

დავით ნარმანიამ საგარეჯოში მელიორაციის რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საგარეჯოში მელიორაციის რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. სემეკის თავმჯდომარესთან ერთად წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საპილოტე პროექტს გაეცნენ სემეკის წევრი გიორგი ფრუიძე და სემეკის აპარატის წარმომადგენლები. პროექტი განხორციელდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, მელიორაციის სექტორის განვითარებისთვის წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია. „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციები ფერმერებისთვის იქნება სარწყავი წყლის უწყვეტი, საიმედო და ოპტიმალური გამოყენების ერთგვარი შესაძლებლობა. ასეთი ორგანიზაციები მელიორაციის სექტორის თანამედროვე რეგულირების ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილია, რასაც მოწმობს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო გამოცდილებაც. აქედან გამომდინარე, საქართველოში ფერმერებმა უნდა იზრუნონ ასეთი…

მეტი...

,,სამარცხვინო ხართ, “პადრუჩკით” დადიხართ მერაბიშვილთან”- დაპირისპირება ბუაძესა და ჩარკვიანს შორის

პარტია ”ლელოს” წევრი, საბა ბუაძე და კანონისა და სამართლის ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ერთმანეთს სიტყვიერად ტვ პირველის ეთერში დაუპირისპირდნენ. ,,სამარცხვინო ხართ. ქალი, რომელიც ვანო მერაბიშვილზე ამბობდით, რომ პალოებით აუპატიურებდაო, დღეს “პადრუჩკით” დადიხართ მასთან ხელდახელ და მასთან ერთად გინდათ ხელისუფლება, ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ერთი ადგილი მოგიგდოთ პარლამენტში და რაზე ვლაპარაკობთ, ჩემს თავზე ვბრაზდები, თქვენნაირ ადამიანს საერთოდ დროს რომ ვუთმობ და ერთ სივრცეში რომ ვარ ამ ტოქსიკურ სისაძაგლეში, რომელსაც თქვენ აფრქვევთ. ერთი ადგილისთვის ამდენ სიბინძურეს რომ ამოაფრქვევთ, სამარცხვინო ხართ,”- განაცხადა საბა ბუაძემ. თაკო ჩარკვიანმა კი განაცხადა, რომ ”ყველა თავისი მევახშეობითა და სიბინძურით…

მეტი...

ხერსონის ოლქში წყლის დონემ კლება დაიწყო – გუბერნატორი

ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, ხერსონის ოლქში წყლის დონემ კლება დაიწყო. მისი თქმით, გასული ღამის განმავლობაში წყლის დონემ დაახლოებით 20 სანტიმეტრით დაიწია. ,,საშუალოდ, მარჯვენა სანაპიროზე წყლის დონე საშუალოდ დაახლოებით 5,38 მეტრია, ხერსონში – 5,35 მეტრი. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ წყალი ღამით 20 სმ-ით დაიწია. წინასწარი ინფორმაციით, ხერსონის რაიონის 32 დასახლებაში 3 624 სახლი დაიტბორა”, – განაცხადა გუბერნატორმა.  

მეტი...

პასუხისგებაში მიეცა 2 პირი, რომლებიც Adidas-ისა და Nike-ის მარკით ტანსაცმელს ამზადებდნენ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, პასუხისგებაში მიეცა ორი პირი. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ქვემო ქართლის რეგიონში, 3 ლოკაციაზე, ბრალდებულებს მოწყობილი ჰქონდათ სამკერვალოები, სადაც, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და საქონლის გასაღების გაადვილების მიზნით, Adidas-ისა და Nike-ის სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების გზით, ამზადებდნენ მამაკაცისა და ქალის სპორტულ ტანსაცმელს, რომლის რეალიზაციასაც ახდენდნენ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტზე. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული 641 ცალი Adidas-ის და…

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით – 213 770 ჯარისკაცი დაკარგა – გენშტაბი

უკრაინის ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით,  რუსეთმა ომში დაახლოებით – 213 770 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით – 213 770; ​ტანკი – 3 901; ჯავშანტექნიკა – 7 600; საარტილერიო სისტემა – 3 702; სარაკეტო სისტემა – 599; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 359; თვითმფრინავები – 314; ვერტმფრენი – 299; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3 247; საკრუიზო რაკეტები – 1 171; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 6 410; გემი/ნავი/კატარღა – 18; სპეციალური აღჭურვილობა – 502.

მეტი...

საქართველოს მხრიდან აფხაზეთის აღიარება აუცილებლად მოხდება – ინალ არძინბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას განცხადებით, არ განიხილავენ   ”სახელმწიფოს სუვერენულ სტატუსს” არც ერთ პლატფორმაზე და არც ერთ დონეზე. მისი თქმით, საქართველო უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე, რადგან ის აფხაზეთს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს. არძინბას თქმით, დასავლეთის ქვეყნებისა და შეერთებული შტატების მუდმივი მოწოდებები სამხრეთ კავკასიაში ”მეორე ფრონტის” გახსნის თაობაზე გარკვეულ რისკებს ქმნის. „დასავლეთი დაინტერესებულია რუსეთის ირგვლივ ცეცხლის რგოლის შექმნით, მას მიაჩნია, რომ სამხრეთ კავკასია კარგი ვარიანტი და კარგი შანსია. ამიტომ, ჩვენ ველით გარკვეულ პროვოკაციულ დესტრუქციულ ქმედებებს [ამერიკის]გან და კიდევ უფრო მონიტორინგს გაუწევს სიტუაციას. მჭიდროდ”, – განაცხადა…

მეტი...

,,დაჭრილი არ ვარ, არტილერია მუშაობდა ჩვენ მხარეს”- ზურაბ მუშუქიას პირველი კომენტარი

უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ზურაბ მუშუქია, რომელიც გარდაცვლილი ეგონათ, ცოცხალი აღმოჩნდა. მისი  დაღუპვის შესახებაც ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. მებრძოლი, პირველ კომენტარს აკეთებს. ,,დაჭრილი არ ვარ… არტილერია მუშაობდა ჩვენ მხარეს, 2 კაცი მოვყევით დარჩენილი, ორივე კარგად ვართ”, – აცხადებს ზურაბ მუშუქია. ცნობისთვის,  რუსეთის აგრესიას უკრაინაში 45 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

მეტი...

,,შესაძლოა, რუსეთი დარჩეს პუტინის შემდეგ განადგურებული, მაგრამ არა უკრაინა”- ზელენსკი

,,შესაძლოა, რუსეთი დარჩეს პუტინის შემდეგ განადგურებული, მაგრამ არა უკრაინა”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა ყველაფერს აკეთებს, რომ ხერსონის რეგიონის დატბორილი ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდეს. ,,ყველგან, სადაც შეგვიძლია დატბორილი ზონიდან მოსახლეობის გამოყვანა, ამას ვაკეთებთ. რუსი ტერორისტები ამ დრომდე აგრძელებენ ხერსონის მიმართულებით სროლას, ცეცხლი გაუხსნეს საევაკუაციო პუნქტებსაც. უკვე რამდენიმე დღეა ადგილზე სრული კატასტროფა ხდება. მსოფლიოში ყველამ ნახა, რომ რუსეთს არაადამიანები ხელმძღვანელობენ. პარტნიორებთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მსოფლიომ დაამტკიცოს, რომ შეგვიძლია ასეთ კატასტროფებს გავუმკლავდეთ, გავუმკლავდეთ ასეთ ტერორისტებს. გვაქვს რესურსი, გვაქვს ფული – გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ადამიანები უზრუნველყოთ…

მეტი...

პირველი დეპუტატი ქალი, რომელიც დარბაზში შვილს ძუძუთი კვებავს

ჯილდა იტალიის რესპუბლიკის ისტორიაში პირველი დეპუტატია, რომელიც სხდომაზე ძუძუთი გამოკვება შვილი. ჯილდა დედა ცოტა ხნის წინ გახდა, მამა მისი კოლეგა, რიკარდო რიკარდია. „ეს პირველი შემთხვევაა, ყველა მხარის მხარდაჭერით. წარმატებებს ვუსურვებ ფედერიკოს დიდხანს, თავისუფალ და მშვიდ ცხოვრებას“, – განაცხადა ჯორჯო მუულმა პარლამენტის სესიის თავმჯდომარეობისას. როგორ ადგილობრივი მედია წერს, უმრავლესობა და ოპოზიცია ასე ერთ აზრზე არასოდეს ყოფილან. „ჩვენი ჯილდა სპორტიელოს შვილი იქნება პირველი ბავშვი, რომელიც დარბაზში ძუძუთი იკვებება. ეს უბრალოდ უნდა იყოს მნიშვნელოვანი დღე. დღეს არ არის მხოლოდ კონკრეტული მედია მოვლენა ან კურიოზული სტატისტიკა. დღევანდელი დღე ფუნდამენტური პრეცედენტია, რადგან დეპუტატთა პალატა პიონერულ…

მეტი...

ეგვიპტეში რუსი ტურისტი ზვიგენმა შეჭამა

უცხოური მედიის ინფორმაციით,  ეგვიპტის კურორტ ხურგადაში რუსი ტურისტი ზვიგენმა შეჭამა. მისმა შეყვარებულმა კი თავის დაღწევა მოახერხა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი  23 წლის ვლადიმირ პოპოვია. როგორც ირკვევა, რუსი ტურისტი ხურგადაში საცხოვრებლად რამდენიმე თვის წინ, მამასთან ერთად გადავიდა.

მეტი...

დონალდ ტრამპს ბრალი წაუყენეს

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკაშვირებით იუსტიციის დეპარტამენტში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალი წაუყენეს. ტრამპის ადვოკატის თქმით, ექსპრეზიდენტს ბრალი, სულ მცირე, შვიდი მუხლით წაუყენეს. ბრალის წაყენებას თავად დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რომ უდანაშაულოა და ყველაფერს გააკეთებს ამის დასამტკიცებლად. „უდანაშაულო ვარ და ამას ძალიან, ძალიან მტკიცედ და იმედია, ძალიან სწრაფად დავამტკიცებთ“, – განაცხადა ტრამპმა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, მაიამის ფედერალურ სასამართლოში 13 ივნისს უნდა გამოცხადდეს.  

მეტი...

,,რა მთავარი დაპირებითაც მოვიდნენ, მიშა გამაგრდი, უნდა გიშველოთო, ახლა იქით ეძახიან, გვიშველე, მოდი”- ნიკა მელია

,,რა მთავარი დაპირებითაც მოვიდნენ, მიშა გამაგრდი, უნდა გიშველოთო, ახლა იქით ეძახიან, გვიშველე, მოდი, პრემიერ-მინისტრი გახდი და ჩაგვიდექი სათავეშიო,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ახალ მენეჯმენტთან დაკავშირებით განაცხადა. მელია გამოეხმაურა „ლელოს“ წევრის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, გასაღები არის ისეთ გაერთიანებაში, სადაც მონაწილეობას არ მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“. „ნებისმიერი ერთობა უნდა იყოს მყარი. „ნაციონალური მოძრაობა“ დღესდღეობით არის ის ძალა, რომლის გარშემოც შესაძლებელი იქნებოდა და იყო კონსოლიდაცია, სამწუხაროდ, ეს შანსი არის დაკარგული მენეჯმენტის პირობებში. ნაცვლად იმისა, რა მთავარი დაპირებითაც მოვიდნენ, მიშა გამაგრდი, უნდა გიშველოთ, ახლა მიშას ეძახიან, გვიშველეო, მოდი,…

მეტი...

ქართველი მებრძოლი, რომელიც გარდაცვლილი ეგონათ, ცოცხალი აღმოჩნდა

უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ზურაბ მუშუქია, რომელიც გარდაცვლილი ეგონათ, ცოცხალი აღმოჩნდა. მისი  დაღუპვის შესახებაც ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, მებრძოლი რუსეთის თავდასხმის შედეგად დაიჭრა და  თანამებრძოლებმა ფრონტის წინა ხაზიდან გუშინ გამოიყვანეს. ცნობისთვის,  რუსეთის აგრესიას უკრაინაში 45 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

მეტი...