პეტერბურგის თავზე საჰაერო სივრცე დაიხურა – მედია

რუსული მედიის ინფორმაციით, სანქტ-პეტერბურგსა და ლენინგრადის ოლქის თავზე 200 კვადრატული კილომეტრი საჰაერო სივრცე დაიხურა. ადგილობრივმა აეროპორტმა კი თვითმფრინავების მიღება შეწყვიტა. “ბაზას” ინფორმაციით, ჰაერში  ამოუცნობი მფრინავი ობიექტი შენიშნეს, რის გამოც შესაბამისი გეგმა ამოქმედდა. მათივე ინფორმაციით, ქალაქის ცაში საბრძოლო თვითმფრინავები აფრინდნენ.

მეტი...

,,სააკაშვილი უბრალოდ იტყუება”- მამუკა მდინარაძე

,,ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა გამოხატეს შეშფოთება სააკაშვილის მდგომარეობაზე, რომელიც სინამდვილეში დაფუძნებულია ფეიკზე,”- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილი ”თუ გააგრძელებას თვითდაზიანებას, პასუხისმგებლობა იქნება მასზე. პენიტენციური სამსახური პასუხს აგებს ნებისმიერ პატიმარზე, თუ ის არ ეწევა თვითდაზიანებას“. „იუსტიციის მინისტრი და ევროკავშირის ელჩი საუბრობენ ერთსა და იმავე რაღაცას, რომ განხორციელდა დემარში და დემარშის შინაარსი გახლდათ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთება. პასუხად მათ მიიღეს დეტალური განმარტება. არც გადაყვანაზე და არც მსგავს საკითხებზე ამ დემარშის დროს საუბარი არ ყოფილა. ჩვენ თუ მივეჩვიეთ, რომ ერთი მხარე და მეორე მხარე შეხვედრაზე რასაც ამბობდნენ,…

მეტი...

,,აქამდე გვეგონა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გასაღები იყო ბრიუსელში, თურმე ყოფილა ვივამედში”- გურამ მაჭარაშვილი

,,ჩვენ აქამდე გვეგონა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გასაღები იყო ბრიუსელში, თურმე ყოფილა ვივამედში,”- ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა  გურამ მაჭარაშვილმა მაჭარაშვილმა განაცხადა. დეპუტატის თქმით, საკითხავია საპარლამენტო დელეგაცია უფრო მეტს ბრიუსელში უნდა დადიოდეს თუ ვივამედში. ,,ჩვენ აქამდე გვეგონა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გასაღები იყო ბრიუსელში, თურმე ყოფილა ვივამედში. ახლა რაც გვითხრა ევროკავშირის ელჩმა, ამას ნიშნავს ზუსტად. ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია უფრო მეტს ბრიუსელში უნდა დადიოდეს თუ ვივამედში, ეს ცოტა საკითხავია. როგორ შეიძლება ევროკავშირის ელჩმა ასეთი რამ განაცხადოს, რასაც თვითონ აღიარებენ, ჩვენ ვამბობთ, ჩვენი ლტოლვა ევროინტეგრაციის დაიყვანო კრიმინალ სააკაშვილის უკანონოდ გათავისუფლებაზე, რასაც სხვათა…

მეტი...

აშშ უკრაინაში ტოქსიკური ქიმიკატების გამოყენებით პროვოკაციას გეგმავს – რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელის, იგორ კირილოვის მტკიცებით, აშშ უკრაინაში ტოქსიკური ქიმიკატების გამოყენებით პროვოკაციას გეგმავს. მისი თქმით, რუსეთი გამოავლენს და დასჯის რეალურ დამნაშავეებს. „ამ ინფორმაციას ვაფასებთ, როგორც აშშ-ისა და მათი თანამზრახველების განზრახვას, განახორციელონ პროვოკაცია უკრაინის ტერიტორიაზე მომწამლავი ქიმიკატების გამოყენებით“,- ასე ეხმიანება კირილოვი რუსეთში აშშ-ის ყოფილ ელჩ ჯონ სალივანის განცხადებას, რომლის თქმითაც „რუსული ძალები სპეციალური სამხედრო ოპერაციის წარმოების რაიონში გეგმავენ ქიმიური იარაღის გამოყენებას“    

მეტი...

„უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტები ანტიდემოკრატიულია და არ შეესაბამება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის პრიორიტეტებს”- პროფკავშირების გაერთიანება

,,პროფკავშირების გაერთიანება მიმართავს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტებს და გააგრძელოს მუშაობა ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად!,”- ამის შესახებ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების განცხადებაშია ნათქვამი. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მიიჩნევს, რომ ხალხის ძალის“ მიერ დაინცირებული კანონპროექტი კანონპროექტები, განსაკუთრებით 27 თებერვალს დარეგისტრირებული, უხეშად არღვევს თავად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებებს. ასევე, ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას უფლებათა შეზღუდვის „ლეგიტიმურობის ტესტთან“ დაკავშირებით. ,,პროფკავშირებისთვის უცხოური დონორების მხარდაჭერა განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია დასაქმებულთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად საუკეთესო პრაქტიკებზე დაფუძნებული კვლევების, საკანონმდებლო ინიციატივებისა და ეფექტური ცნობიერების ამაღლების კამპანიების საწარმოებლად. გასათვალისწინებელია, რომ ძალიან ბევრ…

მეტი...

„მოქალაქეების“ სახალხო დამცველობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება

პოლიტიკური ჯგუფის – „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილმა სახალხო დამცველობის კანდიდატად ჯგუფის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი წარადგინა.  „ჯერ ზუსტად არ ვიცით რა წესით მოხდება სახალხო დამცველობის კანდიდატების შერჩევა, როდის გამოცხადდება და როდის იქნება კენჭისყრები. ყოველ შემთხვევაში,  ახალი წესი არ მოქმედებს, ყველა პარტიას აქვს უფლება დაასახელოს თავისი კანდიდატი   და ჩვენ მივიღეთ  ჩვენთვის ძალიან რთული, მაგრამ დარწმუნებული ვარ ქვეყნისთვის სწორი გადაწყვეტილება. ამ პარლამენტში სულ რამდენიმე ადამიანია, შესაძლოა მხოლოდ ერთი, ვის გარშემოც შესაძლებელია კონსესუსი. ასეთი ჩემი მეგობარი, ჩემო თანაგუნდელი – ლევან იოსელიანია, რომელსაც აქვს უნარი, ცოდნა და შესაძლებლობაც, რომ მიიღოს 90 ხმაც და მეტიც“, –…

მეტი...

,,უკრაინა ცის დაცვას სრულად მხოლოდ მაშინ შეძლებს, როდესაც პარტნიორებთან ურთიერთობებში საავიაციო ტაბუ გაუქმდება”- ზელენსკი

უკრაინა ცის დაცვას სრულად მხოლოდ მაშინ შეძლებს, როდესაც პარტნიორებთან ურთიერთობებში საავიაციო ტაბუ გაუქმდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაზე ირანული დრონებით შეტევა განხორციელდა. „დღე დაიწყო ირანული დრონებიდან თავდასხმით. მათი უმეტესობის ჩამოგდება შევძელით, 14-დან 11-ის. სამწუხაროდ, იყო მსხვერპლიც. დაშავდა ხმელნიცკში საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის სამი თანამშრომელი, ორი დაიღუპა. ჩემი სამძიმარი ოჯახებს. უპირველეს ყოვლისა, სწორედ ამიტომ გვჭირდება საჰაერო თავდაცვის საავიაციო კომპონენტი – თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავები, რათა შევძლოთ რუსული ტერორისგან ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საჰაერო თავდაცვა სრულფასოვანია მაშინ, როდესაც მას უზრუნველყოფს თანამედროვე ავიაციაც. ჩვენი მფრინავები ჩვენს მეზენიტეებთან, ყველა მეომართან და საჰაერო თავდაცვის ძალების…

მეტი...

მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად, 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

იტალიის სამხრეთ სანაპიროებთან მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად, 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის მცირეწლოვნებიც არიან. გავრცელებული ინფორმაციით, ნავზე 200-მდე ადამიანი იყო. 80 მათგანი მაშველებმა გადაარჩინეს. კალაბრიის რეგიონის სანაპიროსთან წყალმა ცხედრების დიდი ნაწილი სანაპიროზე გამორიყა.

მეტი...

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 8.4 პროცენტით გაიზარდა – ”საქსტატი”

სტატიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.4 პროცენტი შეადგინა. მათივე ცნობით, 2023 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სასტუმროები და რესტორნები. ”საქსტატის” ინფორმაციით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, პროფესიული, სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობებისა და ენერგეტიკის სექტორებში.

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით 149 240 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსეთის სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. გენშტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასე გამოიყურება:​  ჯარისკაცი – დაახლოებით 149 240; ​ტანკი -3 388; ჯავშანტექნიკა – 6 630; საარტილერიო სისტემა – 2 383; სარაკეტო სისტემა – 478; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 247; თვითმფრინავები – 300; ვერტმფრენი – 288; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 051; საკრუიზო რაკეტები – 873; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 252; გემი/ნავი/კატარღა – 18; სპეციალური აღჭურვილობა –  230.

მეტი...

ღამით რუსეთის ქალაქ ტუაფსეში, “როსნეფტის” ქარხანაში ხანძარი იყო

ღამით, რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის ქალაქ ტუაფსეში აფეთქებები მოხდა, რასაც “როსნეფტის” გადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი მოჰყვა. ადმინისტრაციის ინფორმაციით,  ნავთობის ავზები არ დაზიანებულა. მათივე ცნობიტ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მეტი...

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩინეთს აფრთხილებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩინეთს აფრთხილებს, რომ რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას ტრაგიკული შედეგები მოჰყვება, პირველ რიგში კი, უკრაინელი ხალხისთვის. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, არსებობს კითხვები ჩინეთის მიერ რუსეთისთვის გაწეული სხვა ტიპის დახმარებებთან დაკავშირებით. „ეს არის კითხვები, რომელზეც პასუხი უნდა გასცეს ქვეყანამ, რომელიც თავის ნეიტრალიტეტის შესახებ აცხადებს ამ სასტიკ, აგრესიულ ომში“, – განაცხადა პრაისმა.

მეტი...

,,ბანკის მენეჯმენტის მხრიდან ივანიშვილის შანტაჟმა არაერთი კომიკური სიტუაციაც წარმოშვა”- ,,ემ ქეი დი”

იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავს შვეიცარიულ ბანკთან დავაში, განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტი დაუფარავად აშანტაჟებს ივანიშვილს და მიზანმიმართულად ანგრევს საკუთარი ბანკისა და შვეიცარიის საბანკო სისტემის იმიჯს. მათივე განვხადებით,  მოცემული სტატია წარმოადგენს იმ სტატიათა სერიის გაგრძელებას, რომლის საზოგადოებისთვის წარდგენის სურვილი და მცდელობაც ივანიშვილს უკვე ორგზის ჰქონდა მხოლოდ 2023 წლის თებერვლის თვის განმავლობაში. სტატიაში ნათქვამია, რომ სინგაპურსა და გერნსიზე არსებული „კრედიტ სუისს“-ის ტრასტები კლიენტს აქტივებს უკავებდნენ და რომ 2022 წლის სექტემბერში, სინგაპურში, მოსამართლის რეაქციიდან გამომდინარე, ბანკის მენეჯმენტმა გადაწყვიტა სახე შეენარჩუნებინა და სინგაპურის ტრასტიდან გადარიცხა თანხები კლიენტის ინსტრუქციის შესაბამისად.…

მეტი...

ქურდობის ბრალდებით რვა პირი დააკავეს, მათ შორის ორი შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, რვა პირი დააკავეს, მათ შორის ორი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სპეციალურად დამონტაჟებული სატუმბის – ე.წ. პომპის მეშვეობით, თბილისში, რკინიგზის მახარისხებელ სავაგონო პარკში არსებული, ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი ვაგონ-ცისტერნიდან დიდი ოდენობით საწვავს იპარავდნენ. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს​ ვაგონ-ცისტერნიდან მოპარული დაახლოებით ტონა-ნახევარი საწვავი, რომელიც მოთავსებული იყო 87 ცალ 20-ლიტრიან ბიდონში. ასევე ამოღებულია 127 ცარიელი 20-ლიტრიანი ბიდონი. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ…

მეტი...

,,სააკაშვილის საკითხს ნეგატიური გავლენა ექნება საქართველოს რეპუტაციაზე”- ლორდთა პალატაში სააკაშვილის საკითხი განიხილეს

დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატაში მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა  ივანიშვილის შესახებ ისაუბრეს. ლორდ ზაქ გოლდსმითის განცხადებით, სააკაშვილის საკითხს ნეგატიური გავლენა ექნება საქართველოს რეპუტაციაზე და მის განაცხადზე ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. როგორც ბრიტანელმა კანონმდებელმა აღნიშნა, ინფორმირებულები არიან რუსეთთან მის კავშირზე გავრცელებული ცნობების შესახებ. „რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის გავლენას, ჩვენ გვესმის, რომ ის კერძო მოქალაქეა. მას არ აქვს რაიმე ფორმალური ან იურიდიული როლი საქართველოს მთავრობაში, მაგრამ ჩვენ ინფორმირებულები ვართ რუსეთთან მის კავშირზე გავრცელებული ცნობების შესახებ. ჩვენ ეს საკითხი საქართველოს მთავრობასთან დავაყენეთ, რომელმაც დაგვარწმუნა, რომ მტკიცედ იცავენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს“, – განაცხადა ლორდმა გოლდსმითმა.

მეტი...

,,საქართველო ახლა სწორი მიმართულებით არ მიდის”- კონდოლიზა რაისი

შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის განცხადებით, საქართველო ახლა სწორი მიმართულებით არ მიდის. მისი თქმით, ირღვევა ადამიანის უფლებები და ასევე პრობლემებია დამოუკიდებელი მედიის მხრივ. ,,2008 წელს  სწორედ მიხეილ სააკაშვილის დამსახურებით რუსეთმა ვერ მოახერხა თბილისში შეჭრა  – ეს ძალიან დიდი მიღწევა იყო. ვნანობთ,  რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ  რუსეთს თავისი უკანონო ქმდემებების გამო  მაშინ არ დავუწესეთ სანქციები.  ახლა კი დავკარდეთ ფოკუსი საქართველოზე, სადაც უკვე სხვა ვითარებაა, ადამიანის უფლებები ირღვევა, ასვე პრობმელაა  დამოუკიდებელი მედიის მხრივ. საქართველო ახლა სწორი მიმართულებით არ მიდის”, – განაცხადა კონდოლიზა რაისმა.

მეტი...

იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ გააფართოვა. სანქცირებულთა სიას 48 ფიზიკური პირი და 94 ორგანიზაცია შეემატა. სანქციები შეეხო თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვიქტორ გორემიკინი და კონცერნ „კალაშნიკოვის“ პრეზიდენტი ალან ლუშნიკოვი. ამასთან, სანქციები შეეხო თვითგამოცხადებული დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეჟიმის წარმომადგენლებს, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსულ ანექსიასთან.

მეტი...

კანადამ სამსახურებრივ მოწყობილობებზე ”ტიკტოკი” აკრძალა

კანადის მთავრობამ სამსახურებრივ მობილურ მოწყობილობებზე ჩინური სოციალური ქსელის, „ტიკტოკის“ აპლიკაცია აკრძალა. პრემიერ-მინისტრ, ჯასტინ ტრიუდოს განცხადებით, ხელისუფლება სერიოზულად უდგება როგორც უსაფრთხოებისა და დაცულობის, ისე გამოხატვის თავისუფლების საკითხებს. „ეს შესაძლოა, იყოს პირველი ნაბიჯი. ასევე შესაძლოა, ეს იყოს ერთადერთი ნაბიჯი, რომლის გადადგმაც გვჭირდება. თუმცა, ყოველი ნაბიჯი, რომელსაც ვდგამთ, ემსახურება კანადელების უსაფრთხოების შენარჩუნებას“, – განაცხადა ტრიუდომ. მანამდე კი ევროკომისიამ აუკრძალა უსაფრთხოების მიზეზებით, თანამშრომლებს ჩინური  „ტიკტოკის“ გამოყენება აუკრძალა.

მეტი...

,,ბახმუტის მიმართულებით სიტუაცია სულ უფრო რთულდება”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბახმუტის მიმართულებით სიტუაცია სულ უფრო რთულდება. მისი თქმით, ოკუპანტები ანადგურებენ ყველაფერს, რაც უკრაინულ მხარეს შეუძლია გამოიყენონ თავიანთი პოზიციების დასაცავად. “ბახმუტის მიმართულება – სიტუაცია სულ უფრო რთულდება. მტერი მუდმივად ანადგურებს ყველაფერს, რაც შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენი პოზიციების დასაცავად, კონსოლიდაციისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად. ჩვენი მეომრები, რომლებიც იცავენ ბახმუტის სექტორს, ნამდვილი გმირები არიან”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

უნგრეთი წინააღმდეგი იყო, სააკაშვილთან დაკავშირებით, მინისტრისთვის დემარში გადაეცათ

გუშინ, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, ევროკავშირის ელჩისგან სააკაშვილთან დაკავშირებით ოფიციალური დემარაშის დოკუმენტი მიიღო. დოკუმენტს ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა აწერს ხელს. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, თავდაპირველად, უნგრეთი წინააღმდეგი იყო დემარშისთვის ხელი მოეწერა, თუმცა, სხვა ქვეყნებმა ის დაარწმუნეს და უნგრეთის ხელმოწერაც გაჩნდა. დოკუმენტი პოლონეთის მიერ იყო ინიცირებული. ეს არის პროტესტის ფორმა, რომელიც დიპლომატიურ ენაზე დემარშად ითარგმნება. სწორედ აღნიშნული დოკუმენტი გადასცა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს. პოლონური მხარე კი ისევ ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გადაცემას მკურნალობის მიზნით. ევროკავშირის ელჩმა იუსტიციის მინისტრს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული დემარში გადასცა

მეტი...

აშშ-ის ფინანსთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების  ფინანსთა მინისტრი – ჯანეტ იელენი კიევში ჩავიდა. მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა, სადაც თანამშრომლობის შემდეგი ეტაპები განიხილეს. „ჩვენ ერთიანნი ვართ. უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა  დემოკრატიის, თვითგამორკვევის უფლების, და მშვიდობისა და კეთილდღეობის მხარდამჭერი საერთაშორისო წესრიგის ღირებულებებისთვის.  აშშ ამაყობს, რომ უკრაინის უდიდესი პირდაპირი დონორია. ჩვენი მხარდაჭერა არ არის ქველმოქმედება. ეს არის ინვესტიცია გლობალურ უსაფრთხოებასა და დემოკრატიაში” – მიმართა ჯანეტ იელენმა პრეზიდენტ ზელენსკის. უკრაინა აშშ-ის მორიგ დხმარებას შემდეგ თვეებშიც მიიღებს.

მეტი...

პრეზიდენტის თქმით, უკრაინას ირანული დრონებით შეუტიეს

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ცის დაცვა უკრაინისთვის ისევ და ისევ მთავარ პრიორიტეტად რჩება. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, გასულ ღამეს, უკრაინაზე შეტევა ირანული დროებით განხორციელდა. „დღე დაიწყო ირანული დრონებიდან თავდასხმით.  უმეტესობის ჩამოგდება მოვახერხეთ – 14-დან 11. სამწუხაროდ, იყო დარტყმებიც.  ხმელნიცკში საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის სამი თანამშრომელი დაშავდა, ორი კი დაიღუპა. ჩემი სამძიმარი ოჯახებს. გვჭირდება საჰაერო თავდაცვის საავიაციო კომპონენტი – თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავები, რათა შევძლოთ რუსული ტერორისგან ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საჰაერო თავდაცვა სრულფასოვანია მაშინ, როდესაც მას უზრუნველყოფს თანამედროვე ავიაციაც. ცის მთლიანად დაცვას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, როდესაც ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობებში საავიაციო ტაბუ გაუქმდება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში.

მეტი...

“შეშფოთებულები ვართ საქართველოში სიტყვის თავისუფლების, დემოკრატიის  შესაძლო შედეგების გამო” – ნედ პრაისი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ნედ პრაისი საქართველოს პარლამენტში „ხალხის ძალის“ ინიცირებულ კანონპროექტზე დასმულ კითხვას პასუხობს და ამბობს, რომ თეთრი სახლი შეშფოთებულია. „კანონპროექტი სტიგმატიზებას მოახდენს და გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს, რომლებიც მოწოდებულნი არიან, შექმნან უკეთესი მომავალი მათი საზოგადოებისთვის“ – ასეთია ნედ პრაისის შეფასება „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. მისივე თქმით, თეთრ სახლში აღნიშულ კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიცია არაერთხელ დაფიქსირდა და ეს პოზიცია უცვლელია. „არაერთხელ გამოვხატეთ  შეშფოთება საქართველოს მთავრობასთან.  გვჯერა, რომ მსგავსმა კანონმა შესაძლოა, პოტენციურად ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობამ ასე ნათლად გამოხატა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. განცხადებები,…

მეტი...

„სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე საუბარი არ ყოფილა“ – იუსტიციის მინისტრი

იუსტიციის მინისტრი ევროკავშირის ელჩთან შეხვედრასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განმარტებას აკეთებს. როგორც რატი ბრეგაძე აცხადებს, დიპლომატთან შეხვედრასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. „3 სიმართლესთან შეუსაბამო ინფორმაცია გავრცელდა დროის მოკლე მონაკვეთში. დღევანდელ შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი საზღვარგარეთ, მითუმეტეს რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში, გადაყვანაზე. პატივს ვცემ მედიის თავისუფლებას, თუმცა საზოგადოება უნდა იყოს სწორად ინფორმირებული“ – აცხადებს რატი ბრეგაძე. შეგახსენებთ, რომ დღეს, იუსტიციის სამინისტროში ევროკავშირის ელჩი იმყოფებოდა, რომელმაც მინისტრს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დემარში გადასცა.  

მეტი...

„იმედი მაქვს, ეს ინიციატივა კანონად არ გადაიქცევა“ – ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირის ელჩი საქართვლოში – პაველ ჰერჩინსკი „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით მორიგ შეფასებას აკეთებს და იმედს იტოვებს, რომ კანონპროექტი კანონად არ იქცევა. „მე ადრეც ვისაუბრე ამ კანონზე, ეს არასწორი გზავნილია, არასწორი დროა. ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება 12 პრიორიტეტიდან, სულ მცირე, ორს – სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის თავისუფლების პრიორიტეტებს. ასევე, მესმის, რომ ეს მხოლოდ ინიციატივაა, რომელიც ჯერ არ არის სათანადოდ განხილული, ასე რომ, ჯერ არის დრო. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ინიციატივა კანონად არ გადაიქცევა“ – განაცხადა ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან.  

მეტი...

ევროკავშირის ელჩმა იუსტიციის მინისტრს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული დემარში გადასცა

იუსტიციის სამინისტროში, ევროკავშირის ელჩისა და იუსტიციის მინისტრის შეხვედრა დასრულდა.  როგორს სამინისტროდან გამოსულმა დიპლომატმა ჟურნალისტებს განუცხადა, მინისტრს ევროკავშირის ოფიციალური დემარში გადასცა, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეხება. „შვედეთის ელჩთან ერთად, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას, ჩვენ გადავეცით ოფიციალური დემარში იუსტიციის მინისტრს. დემარში ეხება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ მისი ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის შესახებ ცნობებით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ისაა, რომ ამ დემარშს ევროკავშირის წევრი 27-ივე სახელმწიფო ეთანხმება“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.  

მეტი...

საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტების განზრახ დაზიანებისთვის ჯარიმა წესდება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“  შესატან ცვლილებებზე იმსჯელა. კანონპროექტით პასუხისმგებლობა წესდება ისეთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, როგორიცაა მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტების, მათ შორის, საგზაო ნიშნების, შუქნიშნების, გარესამეთვალყურეო კამერების განზრახ დაზიანება ან განადგურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება. როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, აღნიშნული ქმედებები გამოიწვევს პირის დაჯარიმებას. „მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის, საგზაო ნიშნის, შუქნიშნის,…

მეტი...

„ეს არის ევროპარლამენტის ხმა“ – ევროდეპუტატი მიხეილ სააკაშვილზე

„გადაარჩინე სააკაშვილი“ – წერს ევროპარლამენტარი სოცილურ ქსელში და განმარტავს რო სწორედ ესაა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოთხოვნა. „ეს არ არის, ჩემი  ერთი ევროპარლამენტის ხმა. ეს არის მთლიანი ევროპარლამენტის, მრავალ ეროვნული პარლამენტის და პატივცემული საჯარო პირების განცხადება. დღეს ეს არის ევროკავშირის 27 ქვეყნის ხმა.თავისუფალი სამყაროს ხმა: :გადაარჩინე სააკაშვილი”, – წერს ანა ფოტიგა სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, იუსტიციის მინისტრს ხვდება, სადაც პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილზე საუბრობენ.  

მეტი...

„მაგაზე უკეთესი არაფერი გეჭამოს“ – პასუხი ქეთა თოფურიას

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის ვიდეოს, სადაც ის რუსულ ჰამბურგერს არეკლამებს და ამბობს, რომ საყვარელი ბურგერი აღმოაჩინა, სოციალურ ქსელში „წყევლა-კრულვა“ და ლანძღვა მოჰყვა. „ვიპოვე ჩემი საყვარელი ბურგერი. „გრანდე დე ლუქსი“ ჰქვია. „ბიგ მაკზე“ გემრიელის გაკეთება შეუძლებელი მეგონა, ვამაყობ თქვენით“ – ამბობს თოფურია კომპანიაზე, რომელმაც „მაგდონალდსი“ მას შემდეგ ჩაანაცვლა, რაც რაც კომპანიამ, რუსეთის უკრაინაში  შეჭრის გამო ქვეყანა დატოვა. „მაგაზე უკეთესი არაფერი გეჭამოს“ – ასეთია ერთ-ერთი კომენტარი, რომელსაც ქეთა თოფურიას უწერენ, თითქმის ყველა კომენტარი ერთნაირი შინაარსისაა.  

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის საკითხზე ევროკავშირის ელჩი იუსტიციის მინისტრს ხვდება

ევროკავშირის ელჩი იუსტიციის სამინისტროში იმყოფება. ელჩს სამინისტროში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, როგორც პაველ ჰერჩინსკის წარმომადგენელმა მედიასთან განაცხადა, დიპლომატი მინისტრს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროკავშირის  პოზიციას გააცნობს.

მეტი...

„ზედამხედველობის გარეშე პაციენტის მოძრაობა სახიფათოა“ – დასკვნა მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად რთულია, მისი დამოუკიდებლად მოძრაობა სახიფათოა. „გაღრმავებულია პერიფერული და აუტონომიური ნევროპათია, რაც წამოდგომისას იწვევს წნევის კრიტიკულ ვარდნას. ამჟამად ზედამხედველობის გარეშე პაციენტის მოძრაობა სახიფათოა,  რადგანაც ძალიან მაღალია დავარდნის, სხეულის დაზიანების/მოტეხილობების რისკი. ამ უკანასკნელის განვითარების შემთხვევაში, კახექსიური სხეულის რესურსი იმისათვის რომ ჭრილობა ან მოტეხილობა შეხორცდეს არის ძალიან დაბალი, რაც გამოიწვევს სხვა კრიტიკული გართულებების (სისხლჩაქცევა, ინფექცია, ღრმა ვენების თრომბოზი და ა.შ) კასკადურ განვითარებას ლეტალური გამოსავლის მაღალი ალბათობით“ – ვკითხულობთ დასკვნაში, რომელსაც ხელს აწერენ: გიორგი გრიგოლია; გრიგოლი ხურციძე; გიორგი კაჭარავა; გიორგი პაპიაშვილი;…

მეტი...

„შემდეგი 5-7 კილოგრამის დაკარგვის შემდეგ, ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება“ – ექიმთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილზე

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი  სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დასკვნას აქვეყნებს. დოკუმენტის მიხედვით, წონის კლების კიდევ გაგრძელების შემთხვევაშ, მესამე პრეზიდენტი საწოლს მიეჯაჭვება. „პაციენტი შესულია აქტიური კატაბოლიზმის ფაზაში. შემდეგი 5-7 კილოგრამის დაკარგვის შემდეგ ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება, რადგანაც მთლიანად განლეული ექნება ქვედა კიდურების კუნთები და სისუსტის გამო ვერ შეძლებს მოძრაობას. ამ სისწრაფით წონის კლებისას მოსალოდნელია ამ ნიშნულამდე მიღწევა 1-2 თვეში. მისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები“ – ვკითხულობთ დოკუმენტში.

მეტი...

„სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე მე-4 სტადია“ – დასკვნა მიხეილ სააკაშვილზე

სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე მე-4 სტადია – ეს იმ დაავადებების ნაწილია, რომელიც ომბუდსმენის ოფისმა გამოაქვეყნა და პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება. „სახალხო დამცველის მიერ შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა N8 მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ“ – ასეთია დოკუმენტი დასახელება რომელიც ომბუდსმენის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. „2023 წლის 19 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოწვეულმა სპეციალისტთა/ექსპერტმა ჯგუფმა მორიგი ვიზიტი განახორციელა კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შეფასების მიზნით. სახალხო დამცველის მანდატის გათვალისწინებით, ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტების მიზანი, შექმნის დღიდანვე, არის პაციენტისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების მონიტორინგი. ჯგუფი არ ერთვებოდა/არ ერთვება პაციენტის…

მეტი...

თბილისში ფერდი ჩამოიშალა

თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე ფერდის ჩამოშლასთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს. „გაცნობებთ, რომ ჩამოიშალა ტიციან ტაბიძის პირველი შესახვევის N24-თან მდებარე ფერდი. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.  ადგილზე იმყოფებიან თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების, გარემოს ეროვნული სააგენტოს, თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიისა და ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები, რომლებიც შეისწავლიან, რა გახდა მიწის მასის ჩამოშლის მიზეზი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფერდის დათვალიერება. სპეციალისტების პირველადი დასკვნის საფუძველზე, თბილისის მერია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, მუნიციპალიტეტი მზადაა, უზრუნველყოს ისინი დროებითი საცხოვრებელი ფართებით“ – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

ევროკავშირმა ლუკაშენკოს წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ ერთი წლით, 2024 წლის თებერვლამდე გაახანგრძლივა. “ბელარუსში არსებული სიტუაციის სიმძიმისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის უკანონო აგრესიაში ბელარუსის ჩართვის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია გაერთიანების მიერ მიღებული ყველა ზომა ძალაში იყო. გადაწყვეტილება უნდა გაგრძელდეს 2024 წლის 28 თებერვლამდე”, – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.  

მეტი...

ბიუროს გადაწყვეტილებით კანონპროექტი “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” განსახილველად კომიტეტებს გადაეცა

პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივის – “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” კანონპროექტის შემდგომი განხილვისთვის წამყვანი და სავალდებულო კომიტეტების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. კანონპროექტის ავტორები უმრავლესობაში შემავალი “ხალხის ძალის” დეპუტატები:  სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დაჩი ბერაია და ვიქტორ ჯაფარიძე არიან. კანონპროექტის ინიციატორების სახელით პარლამენტში ასევე ინიცირებულია “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის წევრმა,  “ხალხის ძალის” წარმომადგენელმა ეკა სეფაშვილმა განმარტება გააკეთა. „ვინაიდან საზოგადოებაში დიდი აზრთა სხვადასხვაობა და ხშირია სპეკულაციები, მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ვარიანტი, რომელიც ჩვენ დამატებით წარმოვადგინეთ როგორც ალტერნატიული ვარიანტი, ეს არის ამერიკული შესაბამისი კანონმდებლობის…

მეტი...