შეერთებული შტატები არ დაუშვებს უკრაინის დამარცხებას – ოსტინი

გერმანიის ავიაბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის („რამშტაინი-20“) შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არ დაუშვებენ უკრაინის დამარცხებას.

პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, გასულ კვირას, შეერთებული შტატების მიერ, უკრაინისთვის 300 მილიონიანი სამხედრო დახმარება არის გადაუდებელი ღონისძიება უკრაინის საჰაერო თავდაცვის, არტილერიისა და ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობების ყველაზე მწვავე საჭიროებების მხარდასაჭერად.

მსგავსი თემები