,,სააკაშვილის საკითხს ნეგატიური გავლენა ექნება საქართველოს რეპუტაციაზე”- ლორდთა პალატაში სააკაშვილის საკითხი განიხილეს

დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატაში მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა  ივანიშვილის შესახებ ისაუბრეს. ლორდ ზაქ გოლდსმითის განცხადებით, სააკაშვილის საკითხს ნეგატიური გავლენა ექნება საქართველოს რეპუტაციაზე და მის განაცხადზე ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით.

როგორც ბრიტანელმა კანონმდებელმა აღნიშნა, ინფორმირებულები არიან რუსეთთან მის კავშირზე გავრცელებული ცნობების შესახებ.

„რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის გავლენას, ჩვენ გვესმის, რომ ის კერძო მოქალაქეა. მას არ აქვს რაიმე ფორმალური ან იურიდიული როლი საქართველოს მთავრობაში, მაგრამ ჩვენ ინფორმირებულები ვართ რუსეთთან მის კავშირზე გავრცელებული ცნობების შესახებ. ჩვენ ეს საკითხი საქართველოს მთავრობასთან დავაყენეთ, რომელმაც დაგვარწმუნა, რომ მტკიცედ იცავენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს“, – განაცხადა ლორდმა გოლდსმითმა.

მსგავსი თემები