კანადამ სამსახურებრივ მოწყობილობებზე ”ტიკტოკი” აკრძალა

კანადის მთავრობამ სამსახურებრივ მობილურ მოწყობილობებზე ჩინური სოციალური ქსელის, „ტიკტოკის“ აპლიკაცია აკრძალა.

პრემიერ-მინისტრ, ჯასტინ ტრიუდოს განცხადებით, ხელისუფლება სერიოზულად უდგება როგორც უსაფრთხოებისა და დაცულობის, ისე გამოხატვის თავისუფლების საკითხებს.

„ეს შესაძლოა, იყოს პირველი ნაბიჯი. ასევე შესაძლოა, ეს იყოს ერთადერთი ნაბიჯი, რომლის გადადგმაც გვჭირდება. თუმცა, ყოველი ნაბიჯი, რომელსაც ვდგამთ, ემსახურება კანადელების უსაფრთხოების შენარჩუნებას“, – განაცხადა ტრიუდომ.

მანამდე კი ევროკომისიამ აუკრძალა უსაფრთხოების მიზეზებით, თანამშრომლებს ჩინური  „ტიკტოკის“ გამოყენება აუკრძალა.

მსგავსი თემები