პრეზიდენტის თქმით, უკრაინას ირანული დრონებით შეუტიეს

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ცის დაცვა უკრაინისთვის ისევ და ისევ მთავარ პრიორიტეტად რჩება. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, გასულ ღამეს, უკრაინაზე შეტევა ირანული დროებით განხორციელდა.

„დღე დაიწყო ირანული დრონებიდან თავდასხმით.  უმეტესობის ჩამოგდება მოვახერხეთ – 14-დან 11. სამწუხაროდ, იყო დარტყმებიც.  ხმელნიცკში საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის სამი თანამშრომელი დაშავდა, ორი კი დაიღუპა. ჩემი სამძიმარი ოჯახებს. გვჭირდება საჰაერო თავდაცვის საავიაციო კომპონენტი – თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავები, რათა შევძლოთ რუსული ტერორისგან ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საჰაერო თავდაცვა სრულფასოვანია მაშინ, როდესაც მას უზრუნველყოფს თანამედროვე ავიაციაც. ცის მთლიანად დაცვას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, როდესაც ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობებში საავიაციო ტაბუ გაუქმდება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში.

მსგავსი თემები