,,ე.წ. აგენტების კანონის განხილვას, კულისებში დამალული ივანიშვილის დაკვეთით ასრულებს „ქართული ოცნება”- გიორგი გახარია

პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერის, საქართველოს ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას განცხადებით, ე.წ. აგენტების კანონის განხილვას „ქართული ოცნება“ კულისებში დამალული ივანიშვილის დაკვეთით ასრულებს. მისივე თქმით, პასუხისმგებლობა იქნება პერსონიფიცირებული. „ე.წ. აგენტების კანონის განხილვა, რასაც კულისებში დამალული ივანიშვილის დაკვეთით ასრულებს „ქართული ოცნება“, წარმოადგენს მოღალატეობრივ მცდელობას, საქართველოს წაართვან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა და ამავე დროს, შეინარჩუნონ ძალაუფლება. პასუხისმგებლობა იქნება პერსონიფიცირებული. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა საქართველომ მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი“, – წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“.  

მეტი...

თურქეთში დღეს მომხდარ მიწისძვრას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 69

თურქეთში დღეს მომხდარ მიწისძვრას ერთი ადამიანი ემსხვერპლა 69 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ცნობისთვის, თურქეთში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი აღმოსავლეთით მალათიას პროვინციაში დაფიქსირდა.  

მეტი...

,,ისეთი წნევა აქვს, რომელსაც მივყავართ ინსულტისკენ”- გიული ალასანია

,,დღეს ისეთი წნევა აქვს, რომელსაც მივყავართ ინსულტისკენ,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტს მუდმივად აქვს სიცხე. ,,ყოველთვის აქვს სიცხე, ზოგიერთ შემთხვევაში საკმაოდ მაღალი. წნევა – 160, 150, ეს ადამიანს, რომელსაც ჩვეულებრივ ნორმალურ მდგომარეობაში ყოველთვის ჰქონდა დაბალი წნევა. დღეს ისეთი წნევა აქვს, რომელსაც მივყავართ ინსულტისკენ. აქვს ფეხების ტკივილი,”- განაცხადა გიული ალასანიამ.

მეტი...

,,დიაგნოზს სვამს მთავრობა, შემდეგ იმეორებენ ექიმები” – გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია კლინიკა “ვივამედის” ექიმის, თამარ დავარაშვილის განცხადებებს ეხმაურება. მისი თქმით, ექიმი მთავრობის ბრძანებებს ასრულებს. ,,ამ ბრძანებების მორჩილება და ამ ბრძანებების შესრულება. სურათი ნახეთ როგორი გვაქვს, დიაგნოზებს სვამს მთავრობა, შემდეგ იმავეს იმეორებს იუსტიციის მინისტრი, შემდეგ იმავეს იმეორებენ აქ ექიმები, ჩვენ სულელები ხომ არ ვართ”,- განაცხადა გიული ალასანიამ.

მეტი...

უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილი იქნება, კონკრეტულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე შესაბამისი ზღვრული, საბითუმო სარეალიზაციო ფასი დაადგინოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ფარმაცევტული პროდუქტის ფასების რეგულირების უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილი იქნება, კონკრეტულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე შესაბამისი ზღვრული, საბითუმო სარეალიზაციო ფასი დაადგინოს. დადგენილების მიხედვით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების, წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. „მაღალი საზოგადოებრივი ან სახელმწიფოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ფარმაცევტული პროდუქტის ფასების რეგულირების უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილი იქნება, კონკრეტულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე შესაბამისი ზღვრული საბითუმო სარეალიზაციო ფასი დაადგინოს ექსპერტული შეფასების საფუძველზე. ასევე, უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილი იქნება, კონკრეტულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე შესაბამისი საბითუმო სარეალიზაციო ფასი შემოიღოს ან განსაზღვროს და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები მოაწესრიგოს.…

მეტი...

,,თითქოს ნედ პრაისი ადამიანი არ იყოს და არ შეეძლოს ტყუილის თქმა”- მამუკა მდინარაძე

,, ნედ პრაისიც იტყუება? ისე გაოცებულები ლაპარაკობთ, თითქოს ნედ პრაისი ადამიანი არ იყოს და არ შეეძლოს ტყუილის თქმა,”- ასე ეხმიანება ”ქართულის ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებას. საუბარია ნედ პრაისის განცხადებაზე, რომლის თქმითაც, ”ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტი რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას ეფუძნება. ,,ვენეციის კომისია რაღაცას დაწერს, ხომ?  ეს რაღაცა იქნება ან არგუმენტირებული ან ჰაერიდან მოტანილი, მაგრამ ყველა შემთხვევაში ჩვენ ვაპირებთ გავითვალისწინოთ, იმიტომ, რომ თუ არა “თეთრი შავზე დაიწერა” და ასეთი საოცრება მოხდა, ხომ მოხდა ასეთი საოცრებები? მაგალითად, “თეთრი შავზე” დაიწერა ევროპარლამენტის 500 დეპუტატის მონაწილეობით. ეს…

მეტი...

ქუთაისში, აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ეზოში აფეთქება მოხდა. შედეგად 2 ადამიანი დაშავდა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ. აფეთქების შედეგად ერთ-ერთი ნაგებობა ჩამოინგრა. სავარაუდოდ, ადგილზე გაზის ბალონი აფეთქდა.

მეტი...

თურქეთში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში კიდევ ერთი 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი სამხრეთ თურქეთი, მალათიის პროვინციის ქალაქი იყო. მერის ინფორმაციით, ჩამოინგრა რამდენიმე შენობა. გავრცელებული ინფორმაციით, შენობის ნანგრევებში მამა-შვილი მოყვა.

მეტი...

,,აშკარად შეესაბამება რუსეთის კანონს, რომელიც მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებისკენ”- კელი დეგნანი ”ხალხის ძალის” კანონზე

,,ჩემი აზრით, საქართველოს ეს კანონი არ სჭირდება და კითხვას, რატომ იღებთ ამ კანონს,  ვფიქრობ, პასუხი უნდა გაეცეს“,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ეს კანონები ძირს უთხრის იმ პროგრესს, რომლის ასაშენებლად საქართველოს ამდენი წელი დასჭირდა. „ეს კანონები მიზნად ისახავს, შეუშალოს ხელი იმ ქართველებს, რომლებიც სხვა ქართველებს ეხმარებიან, ქართველებს, რომლებიც ცდილობენ, თავიანთი მოსახლეობისთვის არსებული პრობლემების მოგვარებას და სერვისების მიწოდებას, იქნება ეს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული, ბიზნეს ასოციაციებისთვის, თუ ახალგაზრდებისთვის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. იურიდიული დახმარება მათთვის, ვისაც ზოგიერთ შემთხვევაში, აუცილებლად სჭირდება.…

მეტი...

რუსეთში, პენზის ოლქის გუბერნატორმა, ბაიდენსა და მის ოჯახს რეგიონში შესვლა აუკრძალა

,,გავეცი ბრძანება, აეკრძალოთ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და მისი ოჯახის წევრებს პენზის რეგიონის ტერიტორიაზე შესვლა,”- ამის შესახებ პენზის ოლქის გუბერნატორმა, ოლეგ მელნიჩენკომ განაცხადა. აღნიშნულის შესახებ გუბერნატორმა მას შემდეგ განაცხადა, რაც აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში თავადაც მოხვდა. ,,მე გავეცი ბრძანება, აეკრძალოთ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და მისი ოჯახის წევრებს პენზის რეგიონის ტერიტორიაზე შესვლა. ჩვენი რეგიონი არ მიესალმება თავის ტერიტორიაზე იმ ადამიანებს, რომლებსაც ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სისხლი აქვთ ხელზე, რომლებიც საკუთარ თავს რუსეთისა და მისი მოსახლეობის პირდაპირ შეურაცხყოფის უფლებას აძლევენ. ჩვენ არ გვჭირდება ასეთი ხალხი”, – განაცხადა გუბერნატორმა.

მეტი...

საქართველოში ტემპერატურა 22 გრადუსამდე მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს. „პირველ მარტს, დღის მეორე ნახევრიდან 6 მარტამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 4-6 გრადუსით დაიკლებს. თბილისში 27-28 თებერვალს და პირველ მარტს უნალექო ამინდი იქნება, 2 მარტიდან კი ხანმოკლე წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლი 2 მარტიდან 4-6 გრადუსით დაიკლებს“,- აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

მეტი...

,,მხარს ვუჭერ ზურაბიშვილს ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს”- მიხეილ სააკაშვილი

,,მხარს ვუჭერ პრეზიდენტ ზურაბიშვილს ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს და თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ მის მოწოდებას,”- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, უკრაინაში მარცხის პარალელურად, ახლა მოსკოვი აპირებს უახლოეს ხანში ბოლომდე ღიად აიღოს ხელში ძალაუფლება თბილისში. ,,მხარს ვუჭერ პრეზიდენტ ზურაბიშვილს ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს და თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ მის მოწოდებას. ჩემი აზრით, ყველა პოლიტიკური ჯგუფი უნდა გაერთიანდეს რუსული გადატრიალების წინააღმდეგ და ასევე, დაუყონებლივი კონსულტაციები ჩაატარონ პრეზიდენტთან. სრულიად ნათელია, რომ უკრაინაში მარცხის პარალელურად, მოლდოვაში ჩაფლავების შემდეგ, ახლა მოსკოვი აპირებს უახლოეს ხანში ბოლომდე ღიად აიღოს ხელში ძალაუფლება თბილისში და ამისათვის არსებულ დაშინებულ…

მეტი...

,,მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში დღეს გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა და მაღალი ეკონომიკური ზრდა”- ირაკლი ღარიბაშვილი

კოორდინირებული მუშაობის, მთავრობის მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგად, 2021 წლის ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულება შევძელით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა და მაღალი ეკონომიკური ზრდა. „მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მივესალმები ბატონ კობა გვენეტაძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტისა და მთავრობის წევრებს, პატივცემულ ელჩებს, ბიზნესის წარმომადგენლებს. მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ. პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ბატონ კობას ნაყოფიერი და წარმატებული საქმიანობისთვის. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ შევაჯამოთ საქართველოს წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა და…

მეტი...

,,დაგაკაჩავებ როცა საჭირო იქნება”- ხმაური პარლამენტში

პარლამენტის ადამიანთა უფლებათა დაცვის კომიტეტში, სადაც თავდაცვის კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავდნენ ხმაური იყო. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ვახტანგ მეგრელიშვილი და უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ჩაჩიბაია. მათ შორის იყო ფიზიკური დაპირისპირების მცდელობაც. პოლიტიკოსებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა თავდაცვის კოდექსი. ”გირჩის” წარმომადგენელმა სალავდებულო სამხედრო სამსახური მონობად მოიხსენია.

მეტი...

ქუთაისში აფეთქება მოხდა

ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ეზოში აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, გაზის ბალონი აფეთქდა. აფეთქების შედეგად ერთ-ერთი ნაგებობა ჩამოინგრა. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...

,,მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის უფლებები”- ლატვიის პრეზიდენტი

  ლატვიის პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, სრულად უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის უფლებები. „მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად უზრუნველყოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები, მათ შორის საჭირო სამედიცინო დახმარება, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებისა და მისწრაფებების შესაბამისად“, – წერს ეგილს ლევიტსი „ტვიტერზე“.  

მეტი...

უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და 2 წლით ყოფნის უფლება ექნებათ – მთავრობის დადგენილება

მთავრობის დადგენილების თანახმად, უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 2 წლის ვადით ყოფნის უფლება ექნებათ. მთავრობამ დააკორექტირა ნორმა, რომელიც უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული ერთი წლის ვადით ყოფნის უფლებას აძლევდა. დადგენილება მისი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.  

მეტი...

,,მედვედევის და „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები ერთმანეთს ემთხვევა”- ირაკლი კობახიძე

,,მედვედევის და „ნაციონალურო მოძრაობის“ განცხადებები ერთმანეთს ემთხვევა,” – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძე რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას გამოეხმაურა. „მედვედევი თუ ამბობს, რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი, მე შეგახსნებთ, რომ რუსეთის რეზოლუციაში „ნაცმოძრაობამ“ ჩაწერა ეს თავისი ხელით, ანუ ამ შემთხვევაში მედვედევის და „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები ემთხვევა ერთმანეთს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. ,,2008 წელს დასავლურმა სამყარომ მხარი დაუჭირა საქართველოს აგრესიას ოსი ხალხის წინააღმდეგ”- მედვედევი

მეტი...

,,ვთხოვთ უკრაინის პარტნიორებს, ძალისხმევა მხოლოდ უკრაინელების სრულ გამარჯვებაზე დახარჯონ”- ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

,,ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა უკრაინაში, მაგრამ გრძელვადიანი მშვიდობა არ შეიძლება მითებზე იყოს დამყარებული,”- ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ”ტვიტერზე” წერს. მისი განცხადებით, მას არ სჯერა რომ რუსეთი ომისგან დაიღლება და მოლაპარაკებებს დაიწყებს. ,,დავაძალოთ უკრაინელებს, რომ უღალატონ საკუთარ მოქალაქეებს არ იქნება სამართლიანი და არ მოიტანს მშვიდობას. ამგვარი “შეთანხმებები” მხოლოდ საძირკველს მოამზადებს შემდეგი კონფლიქტებისთვის. სწორედ ამიტომ ვთხოვთ უკრაინის პარტნიორებს, რომ ძალისხმევა მხოლოდ უკრაინელების სრულ გამარჯვებაზე დახარჯონ. ეს არის ერთადერთი მართებული არჩევანი”, – წერს მინისტრი.   

მეტი...

,,სამწუხაროდ, ნედ პრაისის პირით ითქვა ტყუილი”- ირაკლი კობახიძე

,,არასწორი ინფორმაცია მიუტანეს და, სამწუხაროდ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პირით ითქვა ტყუილი,” – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, იტყუება, ვინც ამბობს, რომ „ხალხის ძალის“ პირველი კანონპროექტი არის რუსული. „რეალურად, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ. სიტყვასიტყვით არის ნათარგმნი ამერიკული კანონი. ამასაც ეძახიან რუსულ კანონს. ჩვენ ვამბობდით, რომ ის ვარიანტი, რომელიც თავიდან დააინიცირა „ხალხის ძალამ“, ბევრად უფრო დახვეწილი ვერსია იყო, ვიდრე ამერიკული. ახლა, როდესაც მეორე ვარიანტი, სუფთა ამერიკული თარგმანი დაინიცირდა, ჩიხში არიან შესული და, პირდაპირ ვიტყვი, ტყუილებს ლაპარაკობენ. ხომ არის პირდაპირი ასლი ამერიკული კანონის, ვერაფერს ამბობენ და იძულებული არიან,…

მეტი...

,,ერთ ან მეორე კანონს ყველა შემთხვევაში მივიღებთ”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ხალხის ძალის“ მიერ დაინიცირებული ორივე ვარიანტი პირველი მოსმენით იქნება მიღებული. მისივე თქმით, კანონის ორივე ვერსიას პარლამენტში, პირველ მოსმენაზე მხარს დაუჭერენ. „გვქონდა მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით და მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც გახმოვანდა კოლეგების მხრიდან. ორივე კანონპროექტს დავუჭერთ მხარს პირველი მოსმენით, უახლოეს დღეებში შედგება საკომიტეტო მოსმენები, ამის შემდეგ შედგება პლენარული სხდომა. პირველი მოსმენით იქნება მიღებული როგორც  ერთი, ასევე მეორე კანონპროექტი. ანუ, ქართული ვერსიაც და ამერიკული ვერსიაც. ამის შემდეგ ორივე დოკუმენტი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში. ჩვენ ვითხოვთ დაჩქარებული წესით დასკვნის წარმოდგენას, არსებობს ასეთი პროცედურა. ამის შემდეგ უკვე სესიის…

მეტი...

გალიფ ოზთურქს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დღეს გამოაცხადა. გალიფ ოზთურქი ბათუმში 31 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის დროს დააკავეს. ბიზნესმენს ბრალად ედებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შენახვა. გამოძიების ინფორმაციით, ოზთურქის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის დროს,  7 გრამზე მეტი  კოკაინი ამოიღეს. მოგვიანებით, მას ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ახალი ბრალი წაუყენეს.  

მეტი...

,,წამოდგომა უჭირს, კიდურების სტკივა, არის მივარდნილი, უმწეო მდგომარეობაში”- ადვოკატი

,,წამოდგომა უჭირს, კიდურების სტკივა, ამიტომ მედპერსონალი უკეთებს ტკივილგამაყუჩებლებს, არის მივარდნილი, უმწეო მდგომარეობაში,”- ამის შესახებ  მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმს, ილია ლომიამ განაცხადა. ადვოკატის თქმით, დაახლოებით ერთი კვირაა უფრო გაუარესდა მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობა. ,,წამოდგომა უჭირს, კიდურების სტკივა, ამიტომ მედპერსონალი უკეთებს ტკივილგამაყუჩებლებს, არის მივარდნილი, უმწეო მდგომარეობაში, საუბრის უნარიც არ აქვს, არ უნდა საუბარი, უხასიათოდაა და ეს არის მისი მდგომარეობა, უფრო და ურო გაუარესებული. დაახლოებით ერთი კვირაა უფრო გაუარესდა მისი ფიზიკური მდგომარეობა, კიდურებში გაუსაძლისი ტკივილები აქვს, ამიტომ კლინიკის მედპერსონალი უკეთებს ტკივილგამაყუჩებელს. რა თქმა უნდა, მცირე ოდენობით იღებს საკვებს, მაგრამ იმ ოდენობით, რასაც ითხოვს კლინიკის…

მეტი...

„ხალხის ძალის“ კანონპროექტის ორივე ვარიანტი არის რუსული”- ხატია დეკანოიძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ხალხის ძალის“ კანონპროექტის ორივე ვარიანტი არის რუსული. მისივე თქმით, ის ადამიანები, რომლებიც კანონპროექტების განხილვაში შევლენ, ევროინტეგრაციის გზაზე მთავარი დამაბრკოლებლები იქნებიან ,,ხალხის ძალის მიერ დარეგისტრირებული ორივე ვარიანტი რუსული ვარიანტია. ეს არის რუსული კანონპროექტის ის ძალიან სერიოზული შინაარსის ფურცელი, რომელიც პირდაპირ დესტრუქციას უწყობს ჩვენს ევროკავშირში ინტეგრაციას და გარდა ამისა, ყველანაირ სივრცეს სპობს არასამთავრობო სექტორისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც ეხმარება საქართველოს მოქალაქეებს და თქვენ იცით, რომ უამრავი ადამიანია ჩართული ამ პროექტებში, საერთაშორისო ფონდების მიერ დაფინანსებულ ფონდებში – ძალადობის მსხვერპლი ქალები, შშმ პირები, სკოლის განათლების პროგრამები, ინკლუზიური პროგრამები,…

მეტი...

ქალი, რომელსაც ზღვაში რამდენიმე დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

ქალი, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში ქობულეთში, ზღვაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. დაღუპული ბელორუსის მოქალაქე იყო. 5 წლის ქალს ზღვაში 23 თებერვლის შემდეგ ეძებდნენ.  ის ზღვაში მეგობართან ერთად შევიდა, უკან გამოსვლა კი ვერ შეძლო.

მეტი...

უკრაინამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა. სანქციები შეეხო 109 ფიზიკურ და 7 იურიდიულ პირს. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ვიტალი სმირნოვო და რუსეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი შამილ ტარპისჩევი. ასევე, სანქციები შეეხოთ “ვაგნერის” დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინის ორ ქალიშვილს.  

მეტი...

„ოცნება“ ე.წ. აგენტების კანონს აინიცირებს ერთადერთი მიზნით, რომ არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი”- ნათია მეზვრიშვილი

„ოცნება“ ე.წ. აგენტების კანონს აინიცირებს ერთადერთი მიზნით, რომ არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, გააყალბონ არჩევნები და შეინარჩუნონ ძალაუფლება, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. ნათია მეზვრიშვილი “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, შეწყვიტოს აღნიშნულ კანონზე დისკუსია და კონსტიტუციის დარღვევა. ,,მსგავს კანონზე ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანოებმა უკვე არაერთხელ თქვეს, რომ ეწინააღმდეგება ევროკავშრის პრინციპებს და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას დაარქმევს „ოცნება“ ამ კანონს და რამდენ ვერსიას დააინიცირებს. „გამჭვირვალობა“ გამოგონილი მიზეზია. გამჭვირვალობის ვალდებულება ისედაც არსებობს. სინამდვილეში, კანონი პირდაპირ ეწინააღმდეგება 12 პუნქტის მე-7 და მე-10 პუნქტებს; ველს უსუფთავებს ხელისუფლებას, რომ არჩევნები რეალური და…

მეტი...

„კოვიდ-19“ სავარაუდოდ უჰანის ლაბორატორიიდან ვირუსის ნიმუშის გაჟონვის შედეგად გავრცელდა”- „უოლ სთრით ჯორნალი“

„ვოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, SARS-CoV-2-ის კოროვირუსული ინფექციის გავრცელება, რომელიც იწვევს „კოვიდ-19“-ის დაავადებას, სავარაუდოდ უჰანის ჩინური სამეცნიერო ლაბორატორიიდან ვირუსის ნიმუშის გაჟონვის შედეგი იყო. აღნიშნულის შესახებ მედია აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს. მედიის ცნობითვე, აშშ-ის სააგენტოს შესწორებული შეფასება ახალ სადაზვერვო მონაცემებს ეფუძნება.  

მეტი...

„მთავრობა, გადადექი“- თურქეთში ფეხბურთის გულშემატკივრებმა მთავრობის გადადგომა მოითხოვეს

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ პირველი საფეხბურთო თამაშების დროს, გულშემატკივრებმა მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. „მთავრობა, გადადექი“ – სკადირებდნენ გულშემატკივრები. ამასთან, სტიქიის შედეგად დაზარალებული ბავშვების სოლიდარობის ნიშნად, გულშემატიკვრებმა მოედანზე ათასობით სათამაშო და შარფი დაყარეს.  

მეტი...

უკანონო ონლაინ კაზინოები ბათუმში – უცხოეთის სამი მოქალაქე პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში, შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების სამი ფაქტი გამოავლინეს. უცხოეთის სამი მოქალაქე პასუხისგებაში მისცეს, მათგან ერთი დააკავეს. ,,ბრალდებულებს, ქალაქ ბათუმში, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე, შენიღბულად მოწყობილი ჰქონდათ ონლაინ გათამაშების ობიექტები, საიდანაც შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, ინტერნეტის მეშვეობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ინტერნეტ კაზინოების ვებ გვერდებზე გადაიცემოდა ლოტოს გათამაშების პროცესი. დადგენილია, რომ ობიექტების ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში, სანებართვო მოსაკრებლის სახით, თითოეულ მათგანს უნდა გადაეხადა 100 000 ლარი”, – ნათქვამია  უწყების განცხადებაში. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის…

მეტი...

,,სულელი, ნარკომანი და ავანტიურისტი”- მედვედევი სააკაშვილზე

,,სულელი, ნარკომანი და ავანტიურისტი,”- ასე მოიხსენიებს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი საქართელოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. მედვედევმა დაასახელა ორი თარიღი, რომელმაც მისი თქმით, დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობებზე უარყოფითი გავლენა იქონია. ,,ასეთად ორი თარიღი შეიძლება ჩაითვალოს: პირველი იყო 2008 წლის შემოდგომა, როცა დასავლურმა სამყარომ მხარი დაუჭირა საქართველოს აგრესიას ოსი ხალხის წინააღმდეგ და ცამდე აიყვანა სულელი, ნარკომანი და ავანტიურისტი, რომელიც მოგვიანებით უარყო არა მხოლოდ საკუთარმა ქვეყანამ, არამედ უცხოეთმაც, სადაც შეშინებული გაიქცა,”- აღნიშნა მედვედევმა.

მეტი...

,,სააკაშვილზე ამდენი ზრუნვა სერიოზულ კითხვებს აჩენს და ძველი ან ახალი ომის თემამდე მივყავართ” – ”ხალხის ძალა”

,,სააკაშვილზე ამდენი ზრუნვა სერიოზულ კითხვებს აჩენს და ამ კითხვებს, ლოგიკურად, ძველი ან ახალი ომის თემამდე მივყავართ, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ”რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება სააკაშვილის განთავისუფლების კამპანია, მით უფრო მეტ აქტუალობას შეიძენს შეკითხვა – რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში”. „ევროპარლამენტს მიაღებინეს სამი რეზოლუცია ამ მოთხოვნით, კამპანიაში ჩართეს სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო უწყებები, საელჩოები, საერთაშორისო მედია. ვერავინ ამბობს, რომ სააკაშვილს უმძიმესი დანაშაულები არ აქვს ჩადენილი, მაგრამ ე.წ. ჰუმანიტარული მოტივით მის გასათავისუფლებლად ძალისხმევას არ იშურებენ. „ქართული ოცნებისგან“ ისიც ვიცით, რომ ამ მოთხოვნით სააკაშვილის პატრონები სახელისუფლო…

მეტი...

,,2008 წელს დასავლურმა სამყარომ მხარი დაუჭირა საქართველოს აგრესიას ოსი ხალხის წინააღმდეგ”- მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, უკრაინაში ომი დასავლეთის ქვეყნების რუსოფობიამ და რუსეთის დაშლაზე მათმა სურვილმა გამოიწვია. მედვედევმა  ორი თარიღი დაასახელა, რომელმაც მისი თქმით, დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობებზე უარყოფითი გავლენა იქონია. ,,ასეთად ორი თარიღი შეიძლება ჩაითვალოს: პირველი იყო 2008 წლის შემოდგომა, როცა დასავლურმა სამყარომ მხარი დაუჭირა საქართველოს აგრესიას ოსი ხალხის წინააღმდეგ და ცამდე აიყვანა სულელი, ნარკომანი და ავანტიურისტი, რომელიც მოგვიანებით უარყო არა მხოლოდ საკუთარმა ქვეყანამ, არამედ უცხოეთმაც, სადაც შეშინებული გაიქცა. მეორე ასეთი თარიღი 2014 წლის გაზაფხულია რაცა ყირიმის მოსახლეობამ ლეგალური რეფერენდუმის გზით გამოხატა თავისი ნება და სამუდამოდ დაბრუნდა…

მეტი...

ბადრი ესებუას საქმე შესაძლოა, სტრასბურგში წავიდეს

საქართველოს ბაკის დაყაჩაღებისთვის ბრალდებულ ბადრი ესებუას ადვოკატების განცხადებით, ეს საქმე სტრასბურგში წავა. როგორც ადვოკატებმა „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, მასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი დარღვევა არსებობს და მართლმსაჯულება მის მიმართ ვერ ხორციელდება სამართლიანად. „უნდათ, რომ სამაგალითოდ დასაჯონ. რა არის პირდაპირი მტკიცებულება ბადრი ესებუას საქმესთან დაკავშირებით? არაფერი. როცა ამ კითხვას ვსვამ, პასუხი არ არის. ჩვენი სტრატეგიაა დავადასტუროთ, რომ ბადრი ესებუა სხვაგან არის დაკავებული. ჩვენ გვაქვს ამისი მტკიცებულება და ჩატარდება საგამოძიებო ექსპერიმენტებიც. ასევე, დადასტურდება, რომ ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი. ეს საქმე ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს განსჯადი უნდა იყოს“ – განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ „მედიცენტრ…

მეტი...

ბოლნისის მუნიციპალიტეტში „საქმიანი ეზო“ მოეწყო

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე ბოლნისის მუნიციპალიტეტში, „საქმიან ეზოში“ მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. სატყეო  რეფორმის ფარგლებში, ეროვნული სატყეო სააგენტო ორგანიზებულად ახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას „საქმიან ეზოებში“. „სოციალური ჭრები, რაც მოსახლეობის მიერ საშეშე მერქანის საკუთარი ძaლებით დამზადებას გულისხმობს, ეტაპობრივად უქმდება. ეროვნული სატყეო სააგენტო ახალი სერვისების დანერგვაზე აქტიურად მუშაობს. ქვეყნის მასშტაბით, 39 „საქმიანი ეზო“ ფუნქციონირებს, რაც უზრუნველყოფს  ტყესთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციისა და მომსახურების მიწოდების გამარტივებას. მოსახლეობას საშუალება ეძლევა, გამარტივებულად შეიძინოს სათბობი შეშა და, სურვილის შემთხვევაში, ისარგებლოს ტრანსპორტირების მომსახურებითაც“, – აღნიშნა კახა ცერცვაძემ. ეროვნულ სატყეო სააგენტოს, 2023 წლის ბოლომდე, დამატებით,…

მეტი...

აშშ-ში ფიქრობენ, რომ კორონავირუსის გავრცელება ჩინური ლაბორატორიიდან გაჟონვით მოხდა

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით,  აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი დასკვნას აკეთებს. მოკვლევითა და დოკუმენტაციის შესწავლით დადგინდა, რომ პანდემია ჩინური ლაბორატორიიდან გაჟონვას უკავშირდება. „The Wall Street Journal“-ის ინფორმაციით, კორონავირუსის ლაბორატორიიდან გავრცელების ვერსიას ადრე მხოლოდ გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) იზიარებდა. დღეს კი იგივეს ამტკიცებს ენერგეტიკის სამინისტრო. შეგახსენებთ, რომ COVID-19-ის პირველი შემთხვევა ჩინეთის ქალაქ ვუჰანში 2019 წლის ბოლოს გამოვლინდა, შემდეგ კი ის მსოფლიოს სხვა ქვეყნებსაც მოედო.

მეტი...