„მაგაზე უკეთესი არაფერი გეჭამოს“ – პასუხი ქეთა თოფურიას

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის ვიდეოს, სადაც ის რუსულ ჰამბურგერს არეკლამებს და ამბობს, რომ საყვარელი ბურგერი აღმოაჩინა, სოციალურ ქსელში „წყევლა-კრულვა“ და ლანძღვა მოჰყვა.

„ვიპოვე ჩემი საყვარელი ბურგერი. „გრანდე დე ლუქსი“ ჰქვია. „ბიგ მაკზე“ გემრიელის გაკეთება შეუძლებელი მეგონა, ვამაყობ თქვენით“ – ამბობს თოფურია კომპანიაზე, რომელმაც „მაგდონალდსი“ მას შემდეგ ჩაანაცვლა, რაც რაც კომპანიამ, რუსეთის უკრაინაში  შეჭრის გამო ქვეყანა დატოვა.

„მაგაზე უკეთესი არაფერი გეჭამოს“ – ასეთია ერთ-ერთი კომენტარი, რომელსაც ქეთა თოფურიას უწერენ, თითქმის ყველა კომენტარი ერთნაირი შინაარსისაა.

 

მსგავსი თემები