“შეშფოთებულები ვართ საქართველოში სიტყვის თავისუფლების, დემოკრატიის  შესაძლო შედეგების გამო” – ნედ პრაისი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ნედ პრაისი საქართველოს პარლამენტში „ხალხის ძალის“ ინიცირებულ კანონპროექტზე დასმულ კითხვას პასუხობს და ამბობს, რომ თეთრი სახლი შეშფოთებულია.

„კანონპროექტი სტიგმატიზებას მოახდენს და გააჩუმებს საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმებს, რომლებიც მოწოდებულნი არიან, შექმნან უკეთესი მომავალი მათი საზოგადოებისთვის“ – ასეთია ნედ პრაისის შეფასება „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, თეთრ სახლში აღნიშულ კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიცია არაერთხელ დაფიქსირდა და ეს პოზიცია უცვლელია.

„არაერთხელ გამოვხატეთ  შეშფოთება საქართველოს მთავრობასთან.  გვჯერა, რომ მსგავსმა კანონმა შესაძლოა, პოტენციურად ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობამ ასე ნათლად გამოხატა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. განცხადებები, რომ ეს კანონმდებლობა ეფუძნება ჩვენს საკუთარ „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს“, აშკარად ყალბია“ – აღნიშნა ნედ პრაისმა.

 

 

მსგავსი თემები