ევროკავშირის ელჩმა იუსტიციის მინისტრს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული დემარში გადასცა

იუსტიციის სამინისტროში, ევროკავშირის ელჩისა და იუსტიციის მინისტრის შეხვედრა დასრულდა.  როგორს სამინისტროდან გამოსულმა დიპლომატმა ჟურნალისტებს განუცხადა, მინისტრს ევროკავშირის ოფიციალური დემარში გადასცა, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეხება.

„შვედეთის ელჩთან ერთად, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას, ჩვენ გადავეცით ოფიციალური დემარში იუსტიციის მინისტრს. დემარში ეხება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ მისი ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის შესახებ ცნობებით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ისაა, რომ ამ დემარშს ევროკავშირის წევრი 27-ივე სახელმწიფო ეთანხმება“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.

 

მსგავსი თემები