აშშ-ის ფინანსთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების  ფინანსთა მინისტრი – ჯანეტ იელენი კიევში ჩავიდა. მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა, სადაც თანამშრომლობის შემდეგი ეტაპები განიხილეს.

„ჩვენ ერთიანნი ვართ. უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა  დემოკრატიის, თვითგამორკვევის უფლების, და მშვიდობისა და კეთილდღეობის მხარდამჭერი საერთაშორისო წესრიგის ღირებულებებისთვის.  აშშ ამაყობს, რომ უკრაინის უდიდესი პირდაპირი დონორია. ჩვენი მხარდაჭერა არ არის ქველმოქმედება. ეს არის ინვესტიცია გლობალურ უსაფრთხოებასა და დემოკრატიაში” – მიმართა ჯანეტ იელენმა პრეზიდენტ ზელენსკის.

უკრაინა აშშ-ის მორიგ დხმარებას შემდეგ თვეებშიც მიიღებს.

მსგავსი თემები