ევროკავშირმა ლუკაშენკოს წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ ერთი წლით, 2024 წლის თებერვლამდე გაახანგრძლივა.

“ბელარუსში არსებული სიტუაციის სიმძიმისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის უკანონო აგრესიაში ბელარუსის ჩართვის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია გაერთიანების მიერ მიღებული ყველა ზომა ძალაში იყო. გადაწყვეტილება უნდა გაგრძელდეს 2024 წლის 28 თებერვლამდე”, – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

 

მსგავსი თემები