რუსეთმა ომში დაახლოებით 149 240 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსეთის სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასე გამოიყურება:​  ჯარისკაცი – დაახლოებით 149 240; ​ტანკი -3 388; ჯავშანტექნიკა – 6 630; საარტილერიო სისტემა – 2 383; სარაკეტო სისტემა – 478; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 247; თვითმფრინავები – 300; ვერტმფრენი – 288; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 051; საკრუიზო რაკეტები – 873; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 252; გემი/ნავი/კატარღა – 18; სპეციალური აღჭურვილობა –  230.

მსგავსი თემები